"სიტყვები არ მყოფნის... ეს ძალიან მტკივნეულია" - ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას ეხმაურება
უკრაინელი პოლიტიკოსი და მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ქალი ლიზა იასკო ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კლინიკაში გადაღებული კადრები გასაჯაროებას და სოციალურ ქსელში წერს:
"ქართველი აუდიტორიისთვის - სიტყვები არ მყოფნის. გაავრცელეს ისეთი ვიდეო მიხეილზე, მისი დაცინვის მიზნით... არ შემიძლია, მისი გაზიარება, ეს ძალიან მტკივნეულია. ეს ყველა თვალსაზრისით საშინელებაა. ვინმეს ეჭვი ეპარება მიხეილის მდგომარეობაში ამ "ნორმალური ვიდეოების“ შემდეგ, რაც იმის საჩვენებლად გაავრცელეს, რომ მასთან დაკავშირებით "ყველაფერი კარგადაა“?