"კურსკში რუსულ სამხედრო ავიაბაზაზე დრონით თავდასხმა მოხდა"
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ოთხშაბათს ღამით კურსკში რუსულ ავიაბაზაზე იერიში განხორციელდა.
გერაშჩენკო „ტელეგრამზე“ წერს, რომ სამხედრო ობიექტზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი რუსული მედიის დაუზუსტებელ ცნობებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კურსკში აეროდრომის მახლობლად ორი აფეთქება მოხდა.
„სამხედრო ობიექტს კურსკში უცნობი დრონი დაესხა თავს,” - წერს გერაშჩენკო.
ამასთან, რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ რეგიონის გუბერნატორს, რომან სტაროვოიტს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ „საღამოს კურსკის ოლქის თავზე საჰაერო თავდაცვა ამუშავდა. მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა“.
IPN