"კადრების გავრცელებით ყველაზე მეტად ხელისუფლებამ საკუთარ მხარდამჭერებზე იძალადა" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებს?
ექსპერტი გია ხუხაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსაურის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებს ეხმაურება:
"გუშინდელი კადრების გავრცელებით ყველაზე მეტად ხელისუფლებამ საკუთარ მხარდამჭერებზე იძალადა.მათ უთხრეს: “არ გაბედოთ დამშვიდება, არ გაბედოთ აზროვნება. გათიშეთ ადამიანობა, გათიშეთ გონება. მხოლოდ ერთადერთი ინსტიქტით უნდა იცხოვროთ - მტრის სისხლის წყურვილით.…არ დაინდოთ!…თუნდაც ეს მტერი უმწეოდ გამოიყურებოდეს”, - წერს ხუხაშვილი "ფეისბუქზე