"სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბა იყო, როცა ჩემი ძმა მიყ­ვი­რო­და, მამა კი ისეთ რა­ღა­ცებს ამ­ბობ­და, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და, ბე­ბია კი..." - კვირის პალიტრა

"სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბა იყო, როცა ჩემი ძმა მიყ­ვი­რო­და, მამა კი ისეთ რა­ღა­ცებს ამ­ბობ­და, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და, ბე­ბია კი..."

Netflix-ის ახალ დო­კუ­მენ­ტურ სე­რი­ალ­ში, რო­მე­ლიც პრინც ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის ცხოვ­რე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს, წყვილ­მა გა­იხ­სე­ნა ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო კა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც 2020 წლის იან­ვარ­ში გა­ი­მარ­თა და მათი მო­მა­ვა­ლი გა­და­წყვი­ტა.

შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს ჰა­რი­სა და მე­გა­ნის სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან წას­ვლის სა­კი­თხი. ეს ამ­ბა­ვი ბრი­ტა­ნე­თი­დან "გაქ­ცე­ულ­თათ­ვის" უსი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბად რჩე­ბა.

ჰარი ფილმში ყვე­ბა, რომ მან პი­რად მდივ­ნებს წე­რი­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა, რომ­ლებ­შიც შეხ­ვედ­რას და სა­მე­ფო ოჯა­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან თა­ვის დახ­სნის თე­მა­ზე სა­უ­ბარს ითხოვ­და, მაგ­რამ მისი მო­თხოვ­ნა უარ­ყვეს.

პრინ­ცი მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­იწ­ვი­ეს სა­სა­უბ­როდ, რაც მე­გა­ნი კა­ნა­და­ში დაბ­რუნ­და. ამის გამო წყე­ნა მე­გან მარ­კლს დღემ­დე გა­მოჰ­ყვა: "წარ­მო­იდ­გი­ნეთ სა­უ­ბა­რი მრგვალ მა­გი­დას­თან, სა­დაც თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი წყდე­ბა და ამ­დე­ნი რა­მაა საფრ­თხის ქვეშ. და თქვენ, რო­გორც დედა, ცოლი არ ხართ იქ მიწ­ვე­უ­ლი", - ამ­ბობს მე­გა­ნი.

ჰა­რიმ გა­იხ­სე­ნა 90-წუ­თი­ა­ნი დის­კუ­სია, რო­მე­ლიც ძმას­თან, პრინც უი­ლი­ამ­თან, მა­მას­თან და ბე­ბი­ას­თან ჰქონ­და.

"როცა შეხ­ვედ­რა­ზე მი­ვე­დი, მათ არ­ჩე­ვა­ნის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი შე­მო­მა­თა­ვა­ზეს. მე კი ავირ­ჩიე, რომ მე და მე­განს სა­კუ­თა­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი გვექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ასე­ვე ვი­მუ­შა­ვებ­დით დე­დოფ­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად", - იხ­სე­ნებს პრინ­ცი ჰარი.

მი­სი­ვე თქმით, უი­ლი­ამს მისი არ­ჩე­ვა­ნი არ მო­ე­წო­ნა და ძმას ყვი­რი­ლი და­უ­წყო: "ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ირ­კვა, რომ შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი არ იყო დე­ბა­ტე­ბი ან გან­ხილ­ვა. სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბა იყო, როცა ჩემი ძმა მიყ­ვი­რო­და, მამა კი ისეთ რა­ღა­ცებს ამ­ბობ­და, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. ამ დროს ბე­ბია უბ­რა­ლოდ იჯდა და ყვე­ლას ჩუ­მად გვის­მენ­და", - ამ­ბობს ჰარი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჰარი გან­მარ­ტავს, რომ ეს­მის ოჯა­ხის, ეს­მის, რომ მათი მთა­ვა­რი მი­სია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ინ­სტი­ტუ­ცი­ის მსა­ხუ­რე­ბაა.

"ყვე­ლა­ზე სა­წყე­ნი რამ, რაც ამას მოჰ­ყვა, ჩემ­სა და ჩემს ძმას შო­რის უთან­ხმო­ე­ბა იყო, რო­მე­ლიც ინ­სტი­ტუ­ცი­ის მხა­რეს იჭერ­და. გარ­კვე­ულ­წი­ლად მეს­მის მისი, ეს უი­ლი­ამს მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერგო. მას­ში უკვე ფეს­ვგად­გმუ­ლია ეს აზრი, რომ მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ინ­სტი­ტუ­ტი გა­და­არ­ჩი­ნოს და მას ემ­სა­ხუ­როს", - ამ­ბობს პრინ­ცი.

ambebi.ge