"სწორედ ახლაა პოეზიის დრო - პოეზია არის ის, რამაც შეიძლება გაგვაერთიანოს" - სალომე ზურაბიშვილმა ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

"სწორედ ახლაა პოეზიის დრო - პოეზია არის ის, რამაც შეიძლება გაგვაერთიანოს" - სალომე ზურაბიშვილმა ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში, ტარიელ ხარხელაურის ლექსების კრებულის "სამყარო, სამყაროს მიღმა“ პრეზენტაციაზე გაიმართა.

ბრწყინვალების ორდენი პოეტ ტარიელ ხარხელაურს ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ხალხური შემოქმედებითი ტრადიციების ღირსეული გაგრძელებისათვის, წარჩინებული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პოეტს მისი განსაკუთებული შემოქმედებისათვის მადლობა გადაუხადა.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დღეს, აქ, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რის პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო იმარ­თე­ბა. მგო­ნი, ეს ერ­თგვარ ტრა­დი­ცი­ად უნდა ვაქ­ცი­ოთ, მაგ­რამ ტრა­დი­ცი­ად რომ ვაქ­ცი­ოთ, ალ­ბათ, ყო­ველ ჯერ­ზე არ გვექ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურს ვუ­მას­პინ­ძლოთ.

პო­ე­ტებს სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ, სა­ხე­ლით იხ­სე­ნე­ბენ და ისი­ნი ამ სა­ხე­ლით შე­დი­ან ის­ტო­რი­ა­ში. თქვენ, კი, უკვე ხართ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­სა და კულ­ტუ­რა­ში. მინ­და, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, თქვენ მი­მართ დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მოვ­ხა­ტო. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ამ­გვა­რი პა­ტი­ვის­ცე­მა ეკუთ­ვნის.

ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო, რომ მეტ­ნი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ღირ­სნი იქ­ნე­ბოდ­ნენ ასე­თი პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და იმე­დი მაქვს, რომ სხვა დროც დად­გე­ბა და გვე­ყო­ლე­ბა მეტი სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნი. მეტი პო­ე­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა არა, რად­გან დიდი პო­ე­ტე­ბი ხში­რად არ იბა­დე­ბი­ან და ყო­ველ ეპო­ქა­ში ერთი ალ­ბათ, უკვე ძა­ლი­ან დიდ რა­მეს ნიშ­ნავს.

აქ ვხე­დავ ჟურ­ნა­ლის­ტებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ფიქ­რო­ბენ: - რა პო­ე­ზია, რის პო­ე­ზია, ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი სხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბია, გახ­ლე­ჩი­ლია ეს ქვე­ყა­ნა და რა დროს პო­ე­ზი­აა?

სწო­რედ ახ­ლაა პო­ე­ზი­ის დრო, ახლა ისე, რო­გორც არა­სო­დეს. თუ არის რამე, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ერ­თგვა­რად გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნოს, სხვა რამ და­ვი­ნა­ხოთ, ჩა­ვი­ხე­დოთ ჩვენს სულ­ში და ჩვენს კულ­ტუ­რა­ში, ეს არის პო­ე­ზია და ეს ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა. არ ვიცი სხვამ რამ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვცეს ის სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე, რო­მე­ლიც ესო­დენ სჭირ­დე­ბა ამ ქვე­ყა­ნას და ამის­თვის ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა თქვენ. ეს ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი არ არის.

დრო გავა და ჩვენ მივ­ხვდე­ბით, რომ ეს ალ­ბათ, არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის, ყვე­ლას­თვის, რომ ქარ­თულ­მა კულ­ტუ­რამ იცო­ცხლოს, გაძ­ლი­ერ­დეს და იყოს ჩვე­ნი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა!“ - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.