"ნუ კლავთ!“ - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრს უსმენენ, ხმაურით დაიწყო - კვირის პალიტრა

"ნუ კლავთ!“ - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრს უსმენენ, ხმაურით დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ, ხმაურია.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ხელში ბანერები უჭირავთ, რომელზეც ასახულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები.

ბანერებზე გაკეთებულია წარწერა „ნუ კლავთ!“.

მოგვიანებით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მანამდე კი ფრაქციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები მიიტანეს, სადაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები იყო ასახული. ასევე, ბანერებზე გაკეთებულია წარწერა „ნუ კლავთ!“

დარბაზის დატოვებამდე ფრაქციის დეპუტატმა ანა წითლიძემ რატი ბრეგაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ „მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ".

IPN