“რაც მე ციხიდან მოწერილი წერილები მაქვს - ვანოსი, უგულავასი, კეზერაშვილის, ეგ ყველაფერი რომ გავასაჯაროო, "ნაცებში" დედა შვილს არ აიყვანს“ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
"ტაბულას" დამფუძნებელი - თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის - ნიკა მელიასთან დაკავშირებული ჩანაწერების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმურება:
“ისე, რაც მე ციხიდან მოწერილი წერილები მაქვს - ვანოსი, უგულავასი, კეზერაშვილის, ეგ ყველაფერი რომ გავასაჯაროო, ნაცებში დედა შვილს არ აიყვანს.
მაგრამ ცხადია, ამას, რომ მაწამონ, არ ვიზამ (როცა მენდობოდნენ, მაშინ მომწერეს და იმიტომ).
მემუარებისთვის ვინახავ და მაშინაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებ, თუ საინტერესო იქნება კონტექსტისთვის, და არა - ვიღაცის გასაშავებლად.
p.s. მელიას რომ ჩანაწერს უვრცელებენ, ამას ვეხმაურები“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.