სააკაშვილზე სახელმწიფოს მიერ 200 000 ლარამდეა დახარჯული 1 წლის განმავლობაში - კვირის პალიტრა

სააკაშვილზე სახელმწიფოს მიერ 200 000 ლარამდეა დახარჯული 1 წლის განმავლობაში

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, 1 წელში სახელმწიფოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე 200 000 ლარამდე აქვს დახარჯული, ზოგადად კი 1 პატიმარზე 17 400 ლარი იხარჯება.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

" 200 000 ლარამდეა დახარჯული 1 წლის განმავლობაში. 1 პატიმრის შენახვაზე დაახლოებით, 17 400 ლარი იხარჯება წელიწადში. სააკაშვილს რაც შეეხება, 200 000 ლარამდეა სახელმწიფოს მიერ დახარჯული“, - აღნიშნავს მინისტრი.

"ინტერპრესნიუსი"