FIFA-ს უარი ზელენსკის - უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე არ გავა: რას წერს CNN? - კვირის პალიტრა

FIFA-ს უარი ზელენსკის - უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე არ გავა: რას წერს CNN?

FIFA-მ უა­რით უპა­სუ­ხა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მო­თხოვ­ნას, გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა მსოფ­ლიო მშვი­დო­ბის შე­სა­ხებ გზავ­ნი­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლის და­წყე­ბამ­დე. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ CNN-ი წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

წყა­როს ცნო­ბით, ზე­ლენ­სკის ად­მი­ნის­ტრა­ცია კა­ტარ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლის და­წყე­ბამ­დე სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბი­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხით.

წყა­რო არ აკონ­კრე­ტებს ზე­ლენ­სკის მი­მარ­თვა პირ­და­პირ ეთერ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო თუ ჩა­წე­რი­ლი.

“ჩვენ ვფიქ­რობ­დით, რომ FIFA-ს უფრო დიდი სი­კე­თის­თვის სურ­და სა­კუ­თა­რი პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა”, - დას­ძი­ნა CNN-ის წყა­რომ.

ამავდრო­უ­ლად, წყა­რომ აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა­სა და FIFA-ს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. CNN-მა კო­მენ­ტა­რის­თვის FIFA-ს მი­მარ­თა, თუმ­ცა ჯერ პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია. (წყარო)