ჟურნალისტი ექსმეუღლე, ქორწინება ციხეში, 13 წლით უმცროს ქალთან და მწირი ქონებრივი დეკლარაცია - როგორია დავით კირკიტაძის აპოლიტიკური ცხოვრება? - კვირის პალიტრა

ჟურნალისტი ექსმეუღლე, ქორწინება ციხეში, 13 წლით უმცროს ქალთან და მწირი ქონებრივი დეკლარაცია - როგორია დავით კირკიტაძის აპოლიტიკური ცხოვრება?

არქივი, 2022 წელი

უკვე მე­ო­რე დღეა, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი და­ვით კირ­კი­ტა­ძე პარ­ლა­მენ­ტში თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად შიმ­ში­ლობს. მათი მო­თხოვ­ნაა, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სამ­კურ­ნა­ლოდ უცხო­ეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნონ.

და­ვით კირ­კი­ტა­ძის პო­ლი­ტი­კუ­რი პორ­ტრე­ტი

44 წლის და­ვით კირ­კი­ტა­ძე ერთ-ერ­თია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის "ლი­დერ­ში­პი­დან,“ რო­მე­ლიც პარ­ტი­ას მრა­ვა­ლი წე­ლია, რაც ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა. ის ჯერ კი­დევ 2003 წლამ­დე „ენმ“-ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყო; პარ­ტი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა, 2006-2008 წლებ­ში კი ენმ-ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იყო; კირ­კი­ტა­ძე ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რია, პირ­ვე­ლად 2004-2008 წლებ­ში და მე­ო­რედ, 2020 წლის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვდა პარ­ტი­უ­ლი სიით. 2008-2013 წლებ­ში კირ­კი­ტა­ძე ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოსტს იკა­ვებ­და. 2016 წლი­დან დღემ­დე "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რია.

დეკ­ლა­რა­ცია

პო­ლი­ტი­კო­სის დეკ­ლა­რა­ცია საკ­მა­ოდ მწი­რია. ჰყავს მე­ო­რე მე­უღ­ლე მა­რი­ამ ახო­ბა­ძე, რო­მე­ლიც მას­ზე 13 წლით უმ­ცრო­სია. ორი შვი­ლი, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან - ალექ­სან­დრე კირ­კი­ტა­ძე და მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან - თეჯი კირ­კი­ტა­ძე და გერი, დათა ქი­სიშ­ვი­ლი.

2016 წელს მა­რი­ამ ახო­ბა­ძეს თბი­ლის­ში 76 კვ.მ. სახ­ლი ჩუ­ქე­ბით გა­და­ე­ცა. 2020 წელს დი­ღომ­ში 32 ათას დო­ლა­რად, 92 კვ.მ. ბინა შე­ი­ძი­ნა და­ვით კირ­კი­ტა­ძემ.

დე­პუ­ტატს ჰყავს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა volkswagen touareg, რო­მელ­შიც 2017 წელს 22 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და და ასე­ვე მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა volkswagen passat, რო­მე­ლიც 2020 წელს 8000 დო­ლა­რად იყი­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს, კირ­კი­ტა­ძეს სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 1600 ლარი, ხოლო ანა­ბარ­ზე 52 ათა­სი დო­ლა­რი. მა­რი­ამ ახო­ბა­ძეს და­ნა­ზო­გის სა­ხით ჰქონ­და 6000 დო­ლა­რი.

და­ვით კირ­კი­ტა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის სარ­გო 2021 წელს 51 105,9 ლარი მი­ი­ღო. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით წყვი­ლი არ ფლობს ფა­სი­ან ქა­ღალ­დებს და ასე­ვე არ აქვთ სა­ბან­კო სეს­ხე­ბი.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

kirkitadze2-1671289692.jpg

და­ვით კირ­კი­ტა­ძემ და მა­რი­ამ ახო­ბა­ძემ 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში იქორ­წი­ნეს. მათ ხელი ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში მო­ა­წე­რეს. კირ­კი­ტა­ძე იმ დროს ცი­ხე­ში 2018 წლის 16 დე­კემ­ბერს კა­ხეთ­ში, პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დღეს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო იჯდა. მას პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას, ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა და ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ. იგი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა. (გააგრძელეთ კითხვა)