"ბავშვებს დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია... " - რას ამბობს ნატალია ქუთათელაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე? - კვირის პალიტრა

"ბავშვებს დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია... " - რას ამბობს ნატალია ქუთათელაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე?

მომ­ღე­რალ­მა ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძემ და აჩი­კო ჯა­ფა­რი­ძემ ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე წლის წინ შექ­მნეს. მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ აჩი­კო ჯა­ფა­რი­ძის პირ­ვე­ლი ოჯა­ხი, ნა­ტა­ლი­ას გამო და­ინ­გრა.

ამ თე­მა­ზე ნა­ტა­ლი­ამ თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი" ისა­უბ­რა და თქვა, რომ და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბა არას­დროს ტო­ვებს."მე და აჩი­კო ოჯა­ხე­ბით, ყვე­ლა მხრი­დან ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. არ მახ­სოვს, რო­გორ გა­ვი­ცა­ნი, იმი­ტომ რომ სულ ვი­ცო­დით ერ­თმა­ნე­თი და სულ ვიც­ნობ­დით. შემ­დეგ, რო­დე­საც უკვე ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ასე­თი ღია და აშ­კა­რა გახ­და, ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი და ძა­ლი­ან რთუ­ლი და ბევ­რი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნა შლე­ი­ფად მოგ­ვყვე­ბო­და.

მა­გა­ლი­თად, არ­ჩი­ლის ოჯა­ხის დან­გრე­ვა, რაც ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი იყო. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან სამი შვი­ლი ჰყავს, სამი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან დღეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ესეც ალ­ბათ რა­ღაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ალ­ბათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა, სწო­რედ ამ ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად ეტ­კი­ნათ და ამა­ში ჩემი ხელი რა თქმა უნდა, ურე­ვია. და ყვე­ლას ხელი, ვინც ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო. ეს ვართ მე და აჩი­კო", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

10:07 / 18-12-2022 მომ­ღე­რალ­მა ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძემ და აჩი­კო ჯა­ფა­რი­ძემ ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე წლის წინ შექ­მნეს. მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ აჩი­კო ჯა­ფა­რი­ძის პირ­ვე­ლი ოჯა­ხი, ნა­ტა­ლი­ას გამო და­ინ­გრა.

ამ თე­მა­ზე ნა­ტა­ლი­ამ თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი" ისა­უბ­რა და თქვა, რომ და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბა არას­დროს ტო­ვებს."მე და აჩი­კო ოჯა­ხე­ბით, ყვე­ლა მხრი­დან ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. არ მახ­სოვს, რო­გორ გა­ვი­ცა­ნი, იმი­ტომ რომ სულ ვი­ცო­დით ერ­თმა­ნე­თი და სულ ვიც­ნობ­დით. შემ­დეგ, რო­დე­საც უკვე ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ასე­თი ღია და აშ­კა­რა გახ­და, ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი და ძა­ლი­ან რთუ­ლი და ბევ­რი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნა შლე­ი­ფად მოგ­ვყვე­ბო­და.

მა­გა­ლი­თად, არ­ჩი­ლის ოჯა­ხის დან­გრე­ვა, რაც ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი იყო. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან სამი შვი­ლი ჰყავს, სამი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან დღეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ესეც ალ­ბათ რა­ღაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ალ­ბათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა, სწო­რედ ამ ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად ეტ­კი­ნათ და ამა­ში ჩემი ხელი რა თქმა უნდა, ურე­ვია. და ყვე­ლას ხელი, ვინც ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო. ეს ვართ მე და აჩი­კო", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

კი­თხვას - "სა­კუ­თარ თავს ადა­ნა­შა­უ­ლებ მისი პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ში?" - ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე ასე პა­სუ­ხობს: "რა­საკ­ვირ­ვე­ლია... მე­სა­მე ხომ იცი, არ არ­სე­ბობს არა­სო­დეს, მე­სა­მე არ ან­გრევს ოჯახს. მეც მაქვს ოჯა­ხი და მეც რომ იგი­ვე რამ და­მე­მარ­თოს, არ მგო­ნია, სწო­რი იყოს, რომ ვი­ღაც სხვას და­ვაბ­რა­ლო. ეს იქ­ნე­ბა იმ ბზა­რის გამო, რაც უკვე ჩვენ შო­რის იყო. მაგ­რამ რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფორ­მა იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი და მარ­თა­ლი გი­თხრათ, ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის, მი­თუ­მე­ტეს, ამა­ზე ახლა ასე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი ნამ­დვი­ლად არ მსი­ა­მოვ­ნებს. ყო­ველ­თვის მჯე­რა კარ­მის. ამ სი­ა­ტუ­ა­ცი­ას და ამ ურ­თი­ერ­თო­ბას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, არ­სე­ბობს რა­ღაც ენერ­გე­ტი­კა, რო­მე­ლიც ბრუ­ნავს და ტრი­ა­ლებს და რო­დე­საც ასეთ ნა­ბიჯს დგამ, შე­სა­ბა­მი­სად, რა­ღა­ცე­ბის­თვის უნდა იყო მზად.

ვე­ცა­დე, რომ მათ­თან (აჩი­კოს შვი­ლებ­თან) ყვე­ლა­ფე­რი გულ­წრფე­ლად მი­მე­ტა­ნა, თუმ­ცა მგო­ნია, რომ ბავ­შვე­ბი კი­დევ რა­ღა­ცებს სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვა­მენ. იხილეთ სრულად