როგორ ეხმაურება ხვიჩა კვარაცხელია არგენტინის ჩემპიონობას - ნახეთ ვისი ფოტო გამოაქვეყნა ქართველმა თავდამსხმელმა - კვირის პალიტრა

როგორ ეხმაურება ხვიჩა კვარაცხელია არგენტინის ჩემპიონობას - ნახეთ ვისი ფოტო გამოაქვეყნა ქართველმა თავდამსხმელმა

კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალში არგენტინელებმა, ლიონელ მესის ლიდერობით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები (დამატებით დროში 3:3, პენალტებით 4:2) დაამარცხეს.

მუნდიალზე არგენტინის გამარჯვებას გამოეხმაურა "ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც. კვარამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც, სიმბოლურად, მარადონა მესის მსოფლიო თასს გადასცემს.

dddd-1671444953.png

არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატი 1986 წელს მექსიკაში გამართული მუნდიალის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული, მაშინ სამხრეთამერიკულ გუნდს ლეგენდარული დიეგო მარადონა ლიდერობდა.

აქვე ნახეთ: რა არის ბიშტი, რომელიც მესის ჩააცვეს?