ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ - კვირის პალიტრა

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჟურნალისტებთან საუბრისას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა.

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.

„ჟურნალისტებთან ბელარუსის თემაზე ვსაუბრობდი, რომ ქვეყანა ბელარუსის მიმართულებით მიდის, ამ დროს ეთერში უცნობმა პირმა ზურგიდან კვერცხების სროლა დაიწყო. მე არ ვიცნობ, ამ ადამიანს. მითხრა აქაური ვარო, მაგრამ ჩვეულებრივად სუს-ის გამოგზავნილი „ტიტუშკაა“, რომელიც ლაჩრულად იქცევა”, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.