"შვილს ვზრი­დი­დი ისე, რო­გორც მეს­მო­და... ომის­თვის მზად იყო - მენ­ტა­ლუ­რა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც" - ინტერვიუ არჩილ ხოფერიასთან, რომელმაც ძმა აფხაზეთის, შვილი კი უკრაინის ომში დაკარგა - კვირის პალიტრა

"შვილს ვზრი­დი­დი ისე, რო­გორც მეს­მო­და... ომის­თვის მზად იყო - მენ­ტა­ლუ­რა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც" - ინტერვიუ არჩილ ხოფერიასთან, რომელმაც ძმა აფხაზეთის, შვილი კი უკრაინის ომში დაკარგა

ჯაბა ხო­ფე­რია საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბით მო­ი­წამ­ლა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ლან­ჩხუთ­ში, სო­ფელ გვიმ­ბა­ლა­ურ­ში, მე­ო­მა­რი ბი­ძის, აფხა­ზე­თის ომში გმი­რუ­ლად და­ცე­მული ჯამ­ბუ­ლათ ხო­ფე­რი­ას გვერ­დით, სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს. მის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, სპორ­ტსმე­ნებ­მა და რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა.

გარ­დაც­ვლი­ლი მებ­რძო­ლის მამა არ­ჩილ ხო­ფე­რია ის მე­ო­მა­რია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც დღემ­დე ყვე­ბი­ან ლე­გენ­დებს. რთუ­ლი, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო შვილმკვდარ მა­მას­თან სა­უ­ბა­რის და­წყე­ბა... ან რო­გორ უნდა ჰკი­თხო ღმერ­თი­ვით შვი­ლის დამ­კარ­გავ მა­მას, რო­გორ არის, რას გრძნობს, რას ფიქ­რობს... თუმ­ცა, ბა­ტო­ნო არ­ჩი­ლი იმა­ზე ძლი­ე­რი, იმა­ზე უტე­ხი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა.

- შვილს ვზრი­დი­დი ისე, რო­გორც მეს­მო­და... ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი აღ­მოჩ­ნდა. იმა­ზე მეტი შე­ით­ვი­სა, ვიდ­რე მე ვას­წავ­ლე. ომის­თვის მზად იყო - მენ­ტა­ლუ­რა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც. სა­უ­კე­თე­სო სიმ­ბი­ო­ზი აღ­მოჩ­ნდა. სხვას ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბაა, რაც დე­და­მი­წის ზურ­გზე ხდე­ბა. ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნე­ბი ვცდი­ლობთ, ადა­მი­ა­ნუ­რი ლო­გი­კით ავ­ხსნათ ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ, აბა, რო­გორ უნდა ახ­სნა ადა­მი­ა­ნუ­რი ლო­გი­კით ის ამ­ბა­ვი, რომ დედ-მამა დარ­ჩა, შვი­ლი კი წა­ვი­და? არა, ამას ვერ ავ­ხსნით.

- პერ­სპექ­ტი­უ­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო, მაგ­რამ სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და. არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გეთ, რო­დე­საც ომში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა?

- უბ­რა­ლო ქვე­ითს დიდი სამ­ხედ­რო გა­მო­ციდ­ლე­ბა არ სჭირ­დე­ბა, მთა­ვა­რია მენ­ტა­ლუ­რი მზა­ო­ბა. ის მე­ო­მა­რი იყო მენ­ტა­ლუ­რად. ეს არის მთა­ვა­რი! ან კი მე რო­გორ უნდა ჩავ­რე­უ­ლი­ყა­ვი მის საქ­მე­ში?! მხო­ლოდ რჩე­ვის მი­ცე­მა შე­მეძ­ლო. რა­ტომ არ ვურ­ჩიე შინ დარ­ჩე­ნა?! ეს რო­გორ უნდა მერ­ჩია, რო­დე­საც სწო­რედ ამი­სათ­ვის იწ­რთო­ბო­და?! უნდა ებ­რძო­ლა, რო­დე­საც სა­ჭი­რო მო­მენ­ტი დად­გე­ბო­და. ჰოდა, დად­გა სა­ჭი­რო მო­მენ­ტიც და ჯამ­ბუ­ლათ­მა იბ­რძო­ლა!

- გული არ გტკი­ვათ, რო­დე­საც გეს­მით ლა­პა­რა­კი იმის შე­სა­ხებ, რომ ჩვენს ბი­ჭებს სხვის ომში არა­ფე­რი ესაქ­მე­ბათ, რომ ისი­ნი ომის პარ­ტი­ის წევ­რებ­მა ომში ძა­ლით წა­იყ­ვა­ნეს, რომ მათ გმი­რო­ბას, თავ­გან­წირ­ვას სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში შე­სა­ბა­მი­სად არ აფა­სე­ბენ?

- მე გულს უკვე ვე­ღა­რა­ფე­რი მატ­კენს. იმ უად­გი­ლოდ, უაზ­როდ ნათ­ქვამ სი­ტყვა­ზე კი ასე ვი­ტყვი - ქვეყ­ნის მარ­თველს მეტი და­ფიქ­რე­ბა მარ­თებს... როცა ომი და­ი­წყო, ჩემი შვი­ლი მი­უ­ნ­ჰენ­ში იყო. დი­ლის 9 სა­ათ­ზე და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ მი­დი­ო­და. მხო­ლოდ ის ვთხო­ვე, ვარ­შა­ვა­ში დამ­ლო­დე­ბო­და, მაგ­რამ არ და­მე­ლო­და... კი­ევ­ში მა­შინ ჩა­ვი­და, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო დე­და­ქა­ლა­ქის და­ცე­მას, მის დამ­ცვე­ლებს კი სიკ­ვდილს უქად­და... ჯამ­ბუ­ლა­თი არა­ვის წა­უყ­ვა­ნია. ან კი რა გვჭირს ჩვენ ვინ­მეს წა­საყ­ვა­ნი?! მას თა­ვი­სი კა­ცუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აწუ­ხებ­და და მისი გზა ჰქონ­და, რა­ზეც ვფიქ­რობ, რომ პი­რუთ­ვნე­ლად იარა. გააგრძელე კითხვა