ვიხილავთ თუ არა საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? - რატომ ვქომაგობთ სხვებს... - კვირის პალიტრა

ვიხილავთ თუ არა საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? - რატომ ვქომაგობთ სხვებს...

მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა მიღებული ემოციები ჯერ თან გაგვყვება. ამავდროულად, მართალია, ძალიან ადრე, თუმცა იმაზეც ვფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, მომავალ ტურნირზე მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმაც მიიღოს. ფეხბურთის მოყვარულთა გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ ემოციების გამოვლენა, ნერვიულობა თუ სიხარულის გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის მიმართ ხდება, არადა, ამის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხომ ისაა, რომ ადრე დამოუკიდებელი სახელმწიფო და შესაბამისად, ნაკრები არ გვყავდა, შემდეგ კი ჩვენი უპირველესი გუნდი დიდ ფორუმებზე გამოსვლას ვერ ახერხებს...

მომავალ მუნდიალზე 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მართალია, ევროპის კონტინენტისთვის ბევრი არაფერი იცვლება, თუმცა მაინც გაზრდილი შანსია, ტურნირზე "ჯვაროსნებიც" მოხვდეს. თუ არა ახლა, როცა ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს და ბევრი კარგი ახალგაზრდა მოდის, ამაზე ფიქრი როდისღა უნდა შეგვეძლოს?!

მთელი კონცენტრირება უახლოეს გეგმებზე უნდა მოვახერხოთ და მანამდე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლაზე ვიფიქროთ. აქ ჩვენი შესაძლებლობები მკაფიოდ გამოჩნდება. თუმცა მუნდიალზე მონაწილეობა ისე გვსურს, ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ, ვიკამათოთ...

ლიდერის როლი გასაგებია, თუმცა გუნდურ სახეობებს მხოლოდ ცალკეული მონაწილეები ვერ მოიგებენ. ახლახან დასრულებულ ტურნირზე ისიც დავინახეთ, კარგ ევროპულ კლუბში თამაში რამხელა კლასსა და საშემსრულებლო ოსტატობას ნიშნავს. შესაბამისად, მაქსიმალურად ბევრი ტრანსფერი და ფეხბურთელების მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გვჭირდება. ამავდროულად, საფეხბურთო ასაკი გაზრდილია და გამოცდილებასაც დიდი ფასი აქვს. აქედან გამომდინარე, ვერცერთ ვეტერანზე გადაჭრით მაინც ვერ იტყვი, რომ 4 წლის შემდეგ კარიერა დასრულებული ექნება. გააგრძელეთ კითხვა