"ერთად ყოფნის 6 წელი" - რუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ
რუსკა მაყაშვილი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანი და მსახიობია, მისი კარიერა და პირადი ცხოვრება კი მუდმივად ინტერესის საგანია. რუსკა ოჯახზე იშვიათად საუბრობს, რადგან, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მის მეუღლეს, სანდრო ნიჟარაძეს, კამერებთან გამოჩენა არ უყვარს.
ამჯერად რუსკა ქმართად ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს: „ერთად ყოფნის 6 წელი“ - წერს ტელეწამყვანი. წყვილმა მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან არაერთი მილოცვა მიიღო. რუსკასა და სანდროს ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ.
ფოტო იხილეთ ლინკზე