ვინ არის 39 წლის გვარამ ხანდამიშვილი, რომელიც არგენტინაში საქართველოს ელჩად დაინიშნა - ახალგაზრდა დიპლომატის მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება და ოჯახური ფოტოები - კვირის პალიტრა

ვინ არის 39 წლის გვარამ ხანდამიშვილი, რომელიც არგენტინაში საქართველოს ელჩად დაინიშნა - ახალგაზრდა დიპლომატის მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება და ოჯახური ფოტოები

არ­გენ­ტი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელ­ჩად 39 წლის გვა­რამ ხან­და­მიშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. მას ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შეხ­ვდა.

ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დიპ­ლო­მატს ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა მი­უ­ლო­ცა და მო­მა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა. სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სა­ქარ­თვე­ლო­სა და არ­გენ­ტი­ნის რეს­პუბ­ლი­კას შო­რის ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პო­ზი­ტი­ურ დი­ნა­მი­კას, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, კულ­ტუ­რუ­ლი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით და სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვებს.

გვა­რამ ხან­და­მიშ­ვილს აქვს მრა­ვალ­წლი­ა­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბაიგი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე, აგ­რეთ­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ში სა­ზღვარ­გა­რეთ. 2021 წლის აგ­ვის­ტო­დან 2022 წლის დე­კემ­ბრამ­დე იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლე.

gvaram3-1671606219.jpg

2003 წელს და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­მერ­ცი­ი­სა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სრუ­ლი კურ­სი, 2005 წელს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი.

აგ­რეთ­ვე, 2003 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2017 წელს მი­ე­ნი­ჭა ჯონს ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი, სა­დაც სწავ­ლობ­და გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის და­ფი­ნან­სე­ბით, სპე­ცი­ა­ლო­ბა - სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა.

gvaram2-1671606219.jpg

ხან­და­მაშ­ვილს ჰყავს მე­უღ­ლე, თა­მარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და ერთი შვი­ლი. რო­გორც ახალ­გაზ­რდა დიპ­ლო­მა­ტის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რო­მე­ლიც 2021 წელს არის შევ­სე­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლდათ. (გააგრძელეთ კითხვა)