"პრორუსული ორგანიზაციაა" - მძიმე ბრალდებები ფიფას - კვირის პალიტრა

"პრორუსული ორგანიზაციაა" - მძიმე ბრალდებები ფიფას

"შახტარის" აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი პალკინმა სოციალურ ქსელში ფიფას გადაწყვეტილებაზე ვრცელი პოსტი გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილი ჰქონდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ სამშვიდობო ვიდეოგზავნილი გაევრცელებინა, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამაზე უარი განუცხადა.

პალკინის თქმით, ეს ორგანიზაციის პრორუსულ ორიენტაციაზე მეტყველებს.

"კატარში გამართულმა მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ აჩვენა ფიფას არსი - ეს არის ღიად პრორუსული ორგანიზაცია, რომელიც არ ერიდება რუსეთის მხარდაჭერას, თუმცა ის ცდილობს ამის ფარულად გაკეთებას.

ნებისმიერ დროს მსოფლიო ჩემპიონატი, მთელი პლანეტის მასშტაბით, გულშემატკივრებისთვის დიდი დღესასწაულია. ის აერთიანებს ხალხს, სხვადასხვა ადამიანსა და კონტინენტს, ხსნის ახალ საზღვრებს და უზრუნველყოფს პლატფორმას მშვიდობისთვის.

მაშინაც კი, თუ თქვენი გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, თქვენ მაინც შეგიძლიათ მიხვიდეთ და დატკბეთ ფეხბურთის ზეიმით და ატმოსფეროთი, მაგრამ კატარში ყველას არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. გააგრძელეთ კითხვა