ომის შვილები: რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მილიონობით ადამიანის დანგრეული ცხოვრება - კვირის პალიტრა

ომის შვილები: რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მილიონობით ადამიანის დანგრეული ცხოვრება

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ორი მილიონი მოქალაქის, მათ შორის დიდი რაოდენობით ბავშვების დეპორტაცია განახორციელა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, იძულებით დეპორტაციას რუსული ჯარები კიდევ ერთ დანაშაულს - მძევლების აყვანას უთავსებდნენ.

„ჩვენ ვიცით, როგორ ხდებოდა ეს ჩვენს ატომურ ელექტროსადგურზე, ზაპოროჟიეს რეგიონში, ქალაქ ენერგოდარში. იქ მხოლოდ ჩვენი ტექნიკური მუშაკები მუშაობდნენ. როცა სადგური დაიკავეს, შემდეგ იმ ოჯახებიდან ბავშვები სადღაც გააგზავნეს, თქვეს, რომ დასასვენებლად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე რაღაც დასასვენებელ ბანაკებში. მათ ბავშვები იქ ავტობუსებით გაგზავნეს - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლების შვილები. შემდეგ კი უთხრეს, თუ თქვენი შვილების ნახვა გსურთ, ხელი უნდა მოაწეროთ დოკუმენტს, რომ რუსეთზე მუშაობთ და მზად ხართ უკრაინული პასპორტი რუსეთის მოქალაქეობით შეცვალოთ. რა იყო ეს ? დეპორტაცია, მძევლების აყვანა თუ ტერორიზმი?” - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს რუსეთს უკრაინის მიწების ნაწილი ოკუპირებული აქვს, უხეშად არღვევს რა ყველა საერთაშორისო ნორმას და კანონს.

უკრაინელი ლტოლვილების პრობლემების შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. ისინი ძირითადად უკრაინის ის მოქალაქეები არიან, რომლებმაც ომის დაწყების დღიდან თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში იპოვეს. ახლა დღის წესრიგში იმ უკრაინელების პრობლემები დგას, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩნენ, ისინი რუსი სამხედროების ხელში პრაქტიკულად მძევლებად იქცნენ. საუბარია ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქების მცხოვრებლებზე. ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობის დეპორტაციას ახდენენ, ართმევენ მათ სახლებს, ბინებს, მანქანებს და სხვა ქონებას.

უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონებიდან ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიეაზე სამოქალაქო პირების დეპორტაცია, როემლთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. მშვიდობიანი უკრაინელები რუსეთში , უკრაინის საზღვრიდან 9000 კილომეტრამდე მანძილზე სპეციალური მატარებლებით, სპეციალურად აღჭურვილი ვაგონებით გადაჰყავთ. ცნობილი გახდა, რომ ისინი სატვირთო მანქანებით ჯერ უკრაინასთან რუსეთის ფედერაციის საზღვრისპირა რეგიონებში გადაიყვანეს, ხოლო, შემდეგ, იქიდან მატარებლით ხაბაროვსკში წაიყვანეს.

ახლა უკრაინელებს შეიძლება რუსეთის პროვინციების ზოგიერთი ქალაქის ქუჩებში შეხვდეთ. მათ უკრაინული პასპორტები ჩამოართვეს და ფურცლის ნაგლეჯები მისცეს, რომელზედაც აღინიშნულია, რომ ისინი რუსეთთან ცოტა ხნის წინ „შეერთებული“ უკრაინის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან,

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ხელისუფლება მათ დეპორტაციას „უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან დაცვის“ გამოგონილი საბაბით ახორციელებს. როგორც დეპორტირებული უკრაინელები ჰყვებიან, მათ შთააგონებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ რეგიონების დასაბრუნებლად ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის ემზადებიან, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის არმიას საშინელი დამანგრეველი ძალის მქონე მძიმე იარაღი გადასცეს და ისინი ყველა დასახლებულ პუნქტს დაბომბავენ. მშვიდობიანი ობიექტების ჩათვლით.

უკრაინიდან დეპორტირებულ მშვიდობიან მოქალაქეებს რუსეთის სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში აგზავნიან. იქ მათ დროებით ნთავსებენ სატრანზიტო კარვების ბანაკებში, რომლებიც ორ კატეგორიად იყოფა: სექტორი მოზრდილებისთვის და სექტორი ბავშვებისა და არასრულწლოვანებისთვის.

სხვადასხვა კერძო სამხედრო კომპანიების დამსჯელები, რომლებსაც დეპორტირებულების დაცვა აქვთ დავალებული, ბავშვებს მშობლებთან აშორებენ (ობლებთან ყველაფერი უფრო ადვილია), რათა მომავალში რუსების მიერ ამ ბავშვების შვილად აყვანის პროცესი გაამარტივონ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არა მხოლოდ უკრაინის მიწებსა და რესურსებს უმიზნებს, არამედ დემოგრაფიასაც, უკრაინელი ხალხის გენოფონდს, რომლის განადგურებას ისინი ასეთი არაადამიანური ხერხით ცდილობენ.

უფლებადამცველები განგაშს ტეხავენ, დეპორტირებულ უკრაინელებს შორის, განსაკუთრებით ბავშვებს შორის, რომლებსაც არაადამიანურ პირობებში ამყიფებენ, სხვადასხვა დაავადებები ვრცელდება, რომლებიც გამოწვეულია ჰიგიენური საშუალებების, სუფთა სასმელი წყლის, ხარისხიანი საკვების არქონით, აგრეთვე ნესტითა და სიცივით.

ასევე, უკრაინიდან დეპორტირებულ ადამიანებს შორის, განსაკუთრებით ბავშვებში, დაფიქსირდა ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა HİV იმუნოდეფიციტი, რომელიც იწვევს შიდსის მომაკვდინებელ დაავადებას. ეს არის ამ ადამიანებზე განხორციელებული ძალადობის შედეგი რუსი ჯარისკაცების და სხვადასხვა კერძო სამხედრო კომპანიების მიერ დაქირავებულების მხრიდან, რომელთა შორის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ნარკომანები სჭარბობენ.

უკრაინელებს ასევე უწევენ სექსუალურ ექსპლუატაციას. ამ პროცესში მონაწილოებენ, როგორც ბადრაგის სპეციალური ბრიგადები, ასევე ის დაქირავებულები, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებს იცავენ.

პრეპარატ Nevirapin-ის შეკვეთების მოცულობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც HİV-ის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვთა ბანაკებში ასობით უკრაინელი ბავშვი არის ინფიცირებული. ამ ვირუსით გარდაცვლილი ბავშვებისა და ქალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა დეპორტირებულთა და ძალადობის პოტენციურ მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილებიც არიან. ამ პრეპარატების ფასებსა და მათზე წარმოქმნილ დეფიციტს თუ გავითვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინფიცირებულ უკრაინელ ბავშვებსა და ქალებს სრულყოფილად მკურნალობდნენ. ერთი სიტყვით, ამ ადამიანების სიცოცხლე ბეწვზე კიდია, განსაკუთრებით შეშფოთებას დაუცველი ბავშვების ბედი იწვევს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ამ ომში, ისევე როგორც კაცობრიობის ისტორიის ყველა ომებში.

ბანაკები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დეპორტირებული უკრაინელებისთვის უზრუნველყოფისა და კეთილმოწყობის თვალსაზრისით სხვადასხვანაირია. იმ ბავშვებს, რომლების გადაცემასაც უშვილო რუსულ ოჯახებისთვის აპირებენ, უკეთეს პირობებში ამყოფებენ, ხოლო სხვა დანარჩენი ბავშების მასა კი უბრალოდ არაადამიანურ პირობებში გადარჩენისთვის უბრძვის.

დასავლურმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა ანონიმური წყაროდან მიიღეს ინფორმაცია იმ ბანაკებისა და ცენტრების შესახებ, სადაც იძულებით დეპორტირებული უკრაინელები განათავსეს, მაგრამ პირადი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო, მისი ვინაობა და მოღვაწეობის სფერო გასაიდუმლოებულია. ფაქტები უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლების იძულებითი დეპორტაციის შესახებ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და სამოქალაქო აქტივისტს აქვს.

ლვოვში განთავსებულმა ერთ-ერთმა ასეთმა ორგანიზაციამ თავის მასალაში ამ ბანაკებზე და დეპორტირებული უკრაინელების ბედზე ისაუბრა, შეადარა რა ეს საკონცენტრაციო ბანაკები ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს მეორე მსოფლიო ომის დროს და ამ რუსულ ცენტრებს "21-ე საუკუნის საკონცენტრაციო ბანაკები" უწიდა. ორგანიზაციამ ასევე გაამახვილა ყურადღება რუსი ოკუპანტების სიმბოლო „Z“-ზე და ხაზი გაუსვა ამ სიმბოლიკასა და ნაცისტების სიმბოლიკას შორის მსგავსებას.

იმ განუკითხაობის ფონზე, რომელიც უკრაინაში გრძელდება, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ამ ქალებისა და დაუცველი ბავშვების ბედი სულ ერთი არაა. საბედნიეროდ, ეს საკითხი ყველა საერთაშორისო უფლებადამცველი ცენტრისა და ფემინისტური მოძრაობის ყურადღების ცენტრშია.

ამის მაგალითიად აშშ-ს მოქალაქე ჯუნა კეტრინ მინიქსის მოყვანა შეიძლება. ყველა საერთაშორისო ფორუმზე ის წინა პლანზე წევს ამ თემას და ცდილობს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებაც მიაპყროს ძალადობის მსხვერპლი უკრაინელი ქალებისა და ბავშვების პრობლემებს.

ამ მხრივ, ჯუნა კეტრინ მინიკის მიერ დაარსებული ორგანიზაცია „ქალები უკრაინისთვის“, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობს შეიძლება ჩაითვალოს რუპორად, რომელიც, შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად უკრაინელების დასახმარებლად დაარსების დღიდან სახსრებს აგროვებს.

მაგრამ ორგანიზაციის მთავარი მიზანია მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ამყოფოს ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ქალების პრობლემები, რომლებიც სექსუალურ ძალადობის მსხვერპლი ხდებიან ოკუპანტების მხრიდან. ორგანიზაცია ასევე ეწევა კამპანიას უკრაინელი ბავშვების ექსპლუატაციისა და მათი უკანონო გაშვილების წინააღმდეგ.

ცნობა: ჯუნა კეტრინ მინიქსი არის სამოქალაქო აქტივისტი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ქალები უკრაინისთვის“ დამფუძნებელი, რომელიც აქტიურად იბრძვის ბავშვთა უფლებების დასაცავად და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ქალების პრობლემებს ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან წარმოაჩენს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქალბატონმა მინიკსმა წამოიწყო გრანდიოზული კამპანია და მოუწოდა მთელ მსოფლიოს ჩაერთოს მშვიდობიანი უკრაინელების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების დაცვის პროცესში, რომლებიც რუსული აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ.