"ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის ატანა..." - რას წერს ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით - კვირის პალიტრა

"ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის ატანა..." - რას წერს ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ქალი, ლიზა იას­კო სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პოსტს აქ­ვეყ­ნებს. იას­კო წერს, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­დე­ო­კად­რე­ბი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლია.

ლიზა იას­კო ასე­ვე სა­უბ­რობს პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე, რო­მე­ლიც მისი აზ­რით, შე­საძ­ლოა, ხვა­ლინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სამ­დე მო­ა­წყონ.

"მე არ ვაქ­ვეყ­ნებ ფო­ტოს, ან რა­ი­მეს, რად­გან ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ამ ყვე­ლაფ­რის ატა­ნა, ისე­ვე რო­გორც იმ ფო­ტო­ე­ბი­სა და ვი­დე­ო­ე­ბის ნახ­ვა, რომ­ლე­ბიც ბოლო დროს გა­მოქ­ვეყ­ნდა და რაც შე­უ­რა­ცხყოფს სა­ა­კაშ­ვი­ლის ღირ­სე­ბას.

მას და­ბა­დე­ბის დღე არ უყ­ვარს.

დღეს შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა პრო­ვო­კა­ცია იყოს, რად­გან ხვალ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სია და ბევ­რს სურს თა­ვი­დან გა­ავ­რცე­ლოს სხვა­დას­ხვა დე­ზინ­ფორ­მა­ცია, ინ­ტრი­გე­ბი და ბო­რო­ტე­ბა და მთა­ვა­რი სა­კი­თხი­დან ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ი­ტა­ნოს.

გუ­სურ­ვებთ გამ­ძლე­ო­ბას, ასე­ვე კრი­ტი­კუ­ლად და ბრძნუ­ლად აზ­როვ­ნე­ბის უნარს“, - წერს ლიზა იას­კო.