"ჩემს ექიმებს კონკრეტული ადვოკატი სამსახურებში აკითხავს და ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს... არის თუ არა ეს მოწმეებზე ზეწოლა?! "
კლინიკა "ვივამედის“ ხელმძღვანელის, ნინო ნადირაძის განცხადებით, "კონკრეტული ადვოკატი" მისი კლინიკის ექიმებს ავიწროებს. კერძოდ, როგორც ნადირაძე წერს, ერთ-ერთი უფლებადამცველი ექიმებს სამსახურებში აკითხავს და "ფსიქოლოგიურ ტერორს" უწყობს. მართალია, ნადირაძე არ აკონკრეტებს ვის ეხება მისი პოსტი, თუმცა სავარაუდოდ, საუბარი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შეეხება.
"ეს ბრძოლა წესების გარეშე მაოცებს. აკითხავს ჩემს ექიმებს კონკრეტული ადვოკატი სამსახურებში, არა "ვივამედში" ( როგორც მოგეხსენებათ, სპეციალისტების უმრავლესობა მხოლოდ ერთ კლინიკას არ ემსახურება) სამუშაო პროცესს აწყვეტინებს და კოლოსალურ ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს.
არის თუ არა ეს მოწმეებზე ზეწოლა?! ეს მიზანი ამართლებს საშუალებას ყოველთვის არაა "მეგობრებო" სწორი გზა. ყველას არ აქვს ჩემი რკინის ნერვები" - წერს ნადირაძე "ფეისბუქში".