"პუტინს არ მივცემთ საშუალებას, შობა მოგვპაროს" - 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეები - კვირის პალიტრა

"პუტინს არ მივცემთ საშუალებას, შობა მოგვპაროს" - 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეები

ფოტოგალერეა

2022 წელი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა მსოფლიოსთვის, თუმცა ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში მაინც განსაკუთრებული საზეიმო განწყობით ხვდებიან - მთავარ მოედნებსა თუ სავაჭრო ცენტრებში უზარმაზარი ნაძვის ხეები დადგეს და ტურისტებსა თუ ადგილობრივ მოსახლეობას საახალწლო განწყობას ასე უქმნიან.

romi-1671697144.jpg
საშობაო ნაძვის ხე რომში

ომისა და რთული ვითარების მიუხედავად, საახალწლო ნაძვის ხე დადგეს უკრაინაშიც. კიევს 12-მეტრიანი ნაძვის ხე ამშვენებს.

„არ მივცემთ პუტინს საშუალებას შობა მოგვპაროს, არავინ აპირებს ახალი წლისა და შობის გაუქმებას“ - აღნიშნა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

kievi-mustafa-ciftcianadolu-agencygetty-images-1671697144.jpeg
უკრაინა, კიევი

გთავაზობთ ფოტოგალერეას: 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეები