ხმაური მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე - ექსპრეზიდენტმა საუბარი უკრაინულად დაიწყო, მოსამართლემ უფლება არ მისცა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ხმაური მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე - ექსპრეზიდენტმა საუბარი უკრაინულად დაიწყო, მოსამართლემ უფლება არ მისცა (ვიდეო)

მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნულ ენა­ზე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა.

მო­სა­მარ­თლემ ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­მარ­თა და მო­უ­წო­და, რომ ქარ­თუ­ლად ესა­უბ­რა. მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი "ქარ­თულს ფლობს, თა­ნაც ძა­ლი­ან კარ­გად“.

"ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, თქვენ კი ხართ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, მაგ­რამ ფლობთ ქარ­თულ ენას, სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ქარ­თულ ენა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თუ­ლად უნდა მოგ­ვმარ­თოთ. მე არ ვიცი უკ­რა­ი­ნუ­ლი ენა“, - გა­ნუ­ცხა­და არე­ვა­ძემ სა­ა­კაშ­ვილს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან დრო­ე­ბით გა­თი­შეს, რა­საც სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. რამ­დე­ნი­მე წუ­თით პრო­ცე­სიც შე­ჩერ­და.

სა­ბო­ლო­ოდ კი გა­და­წყდა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას უკ­რა­ი­ნუ­ლი­დან დარ­ბაზ­ში მყო­ფი უკ­რა­ი­ნის სა­კონ­სუ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­და­თარ­გმნის.