"ქართულ ენასთან გაიბუტა, რადგან საქართველოში მისი ილუზიები რეალობასთან სასტიკად დამარცხდა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"ქართულ ენასთან გაიბუტა, რადგან საქართველოში მისი ილუზიები რეალობასთან სასტიკად დამარცხდა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ქართულ ენასთან გაიბუტა, რადგან საქართველოში მისი ილუზიები რეალობასთან სასტიკად დამარცხდა.

ძალიან ძლიერი და ღირსეული ნაბიჯია.

ღმერთო, ოღონდ ეს კაცი მოაშორე ქართულ პოლიტიკას და სადმე სხვაგან აცოცხლე - მეტი არაფერი მინდა!

მე შევანგრევდი ციხის კარს რომ შემეძლოს, გავიტაცებდი და სადმე, ტიბეტში დავტოვებდი ბუდისტ ბერებთან" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩაერთო ყოფილი პრეზიდენტი.