"დაგვტოვა გულის გადანერგვის მოლოდინში. საოპერაციო თანხის შეგროვების მოლოდინში" - "რუსთავი 2-ის“ ოპერატორი, ბაქარ ახვლედიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"დაგვტოვა გულის გადანერგვის მოლოდინში. საოპერაციო თანხის შეგროვების მოლოდინში" - "რუსთავი 2-ის“ ოპერატორი, ბაქარ ახვლედიანი გარდაიცვალა

"რუს­თა­ვი 2-ის“ ოპე­რა­ტო­რი, ბა­ქარ ახვლე­დი­ა­ნი, რო­მელ­საც გუ­ლის გა­და­ნერგვა სჭირ­დე­ბო­და, გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

ბა­ქარ­მა დაგვტო­ვა….გუ­ლის გა­და­ნერგვის მო­ლო­დინ­ში. დო­ნო­რის მო­ლო­დინ­ში, სა­ო­პე­რა­ციო თან­ხის შეგ­რო­ვე­ბის მო­ლო­დინ­ში….და­ი­ღა­ლა და გარ­და­იც­ვა­ლა..ბა­ქა­რი ჩემი შვი­ლის ნათ­ლია იყო, არის და იქ­ნე­ბა, მა­ნამ­დე ჩემი პა­ტა­რა მე­გო­ბა­რი იყო, ტა­ბი­ძის აღ­მარ­თზე შტა­ბი რომ ჰქონ­და ტყის პირ­ზე, ტყე­ში ჩად­გმუ­ლი სახ­ლი რომ ჰქონ­და, მისი სახ­ლი­დან რომ ხუთ წუთ­ში კუს ტბა­ზე ვი­ყა­ვით, ერ­ლო­მი რომ ჰყავ­და მა­მად, ახვლე­დი­ა­ნი, ის ბიჭი იყო

ბა­ქა­რი,ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთულ მო­მენ­ტში რომ თა­ვი­სი ან­ცო­ბით მა­ცი­ნებ­და ის ბიჭი იყო, ერთხელ აბა­ზა­ნა­ში რომ და­სა­ბა­ნად შე­ვუშ­ვი და კარ­გა ხნის მერე, უზარ­მა­ზა­რი ქა­ფის მთე­ბი რომ და­ა­ყე­ნა ის ბიჭი იყო, რა­ღაც­ნა­ი­რად კე­თი­ლი, დიდ­გუ­ლა….მერე ცხოვ­რე­ბა ისე წა­ვი­და, რო­გორც სჩ­ვე­ვია, გი­ჟუ­რი რიტ­მით…. გა­უ­საძ­ლი­სად რთუ­ლად, თვა­ლის და­ხუჭ­ვამ­დე მი­სუ­ლი სა­სო­წარ­კვე­თით….მერე დიდ­ხანს გაგ­რძელ­და ეს დი­ნა­მი­კა…. იმ­დე­ნად დიდ­ხანს რომ, თბილ­თვა­ლე­ბა ბა­ქა­რი იმ ხა­ზის იქით აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლი ხა­ზიც ცხოვ­რე­ბამ გა­მივ­ლო” მდე” და “შემ­დეგ”.“მდე” -ც არ იყო მა­ინ­ცდა­მა­ინც ია­ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი, მაგ­რამ “ შემ­დეგ” ნა­რე­კა­ლის გლეჯ­ვა იყო და ხოხ­ვა…. გა­დარ­ჩე­ნის­თვის….

ასე გა­ვი­და ორი ათწლე­უ­ლი…ში­გა­და­შიგ ვეხ­მი­ა­ნე­ბო­დით, იშ­ვი­ა­თად…..

მერე გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო რა დროს შენი გუ­ლია თქო ბიჭო, არც მი­მი­ღია სე­რი­ო­ზუ­ლად,“რუს­თა­ვი-2” ოპე­რა­ტო­რი იყო და კა­მე­რის თრე­ვამ ხო არ და­გიმ­ძი­მა მეთ­ქი, გა­ვე­ხუმ­რე, მერე წე­რი­ლი დამ­ხვდა მე­სინ­ჯერ­ში:

“მა­პა­ტი­ეთ შენ და გიომ, რომ ვერც ნათ­ლი­ად ვი­ვარ­გე და ვერც მე­გობ­რა­დო, - ”გა­ვუ­ჯავ­რდი, მე­ო­რედ არ თქვა მსგავ­სი რამ-თქო, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი, გუ­ლის გა­და­ნერგვა მჭირ­დე­ბაო. მერე პოს­ტე­ბიც ვნა­ხე მე­გობ­რე­ბის, ბა­ქა­რის გარ­შე­მო რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ.

.წა­მო­დი დედა პა­რას­კე­ვა ვნა­ხოთ მეთ­ქი,კიო, მა­ნამ­დე შენ­თან გა­მო­ვალ და დავ­გეგ­მო­თო…,ჯან­და­ბა!ჯან­და­ბა!ჯან­და­ბა!არ ვიცი რა­ტომ ვწერ….ვის­თვის, შენ ხომ აღარ ხარ “ ბა­ქი­ბუ­ქა”?რო­დის გა­ი­ზარ­დე ბი­ჭო­რო­დის და­კაც­დი,მე ისევ ისეთს გხე­დავ, ტა­ბი­ძი­დან მზი­უ­რამ­დე მორ­ბე­ნალს, ხუ­მა­რას, უცელ­ქესს,შე გა­ბუ­რძგნუ­ლო!!!!მა­პა­ტიე ბა­ქარ….მეც მა­პა­ტიე რა, რომ ამ გა­უ­საძ­ლის ცხოვ­რე­ბას თავი ვერ გა­ვარ­თვი, ვერ გავძლი­ერ­დი, ვერ ამო­ვი­სუნ­თქე…შევ­ხვდე­ბით…. იმე­დია უკე­თეს სამ­ყა­რო­ში", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

ცნო­ბის­თვის, ბა­ქარს დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­ფა­ტი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და "ჯო­ე­ნის" კლი­ნი­კა­ში, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იყო.