"მიხეილ სააკაშვილის ხორცი არ არის სამარხვო და შობის მარხვაში ნუ შეჭამთ!" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის ხორცი არ არის სამარხვო და შობის მარხვაში ნუ შეჭამთ!"

დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კოლ­ხი (კვა­რა­ცხე­ლია) მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს თა­ო­ბა­ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ის წერს, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის კად­რე­ბი მის­თვის მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო.

"ვნა­ხე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფოტო. ვნა­ხე და ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა. ისე, რაც ხდე­ბა, ყვე­ლა მოვ­ლე­ნას თა­ვის ახ­სნა აქვს… არა­ფე­რი თა­ვი­სით, შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბა. მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი გამ­წარ­და, ბევ­რი გახ­და უსა­მარ­თლო­ბის მსხვერ­პლი… ადა­მი­ა­ნებს კლავ­დნენ და ასა­ხიჩ­რებ­დნენ… ჩვენ ამას ვგმობ­დით, ჩვენ ამის გამო უარი ვთქვით მას­ზე და ასე სამ­წუ­ხა­როდ დას­რულ­და მისი ეპო­პე­აც, მაგ­რამ რაც მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­ვი­წუ­ნეთ, რა ბო­რო­ტე­ბას, ძა­ლა­დო­ბას და აგ­რე­სი­ას გა­ვე­მიჯ­ნეთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­ორ­მა­გე­ბუ­ლად ჩვენ­ში აღ­მოჩ­ნდა.

სი­ნამ­დვი­ლე­ში უა­რე­სი ვყო­ფილ­ვართ და ბევ­რს მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ძალა-უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია, თო­რემ ახლა უკვე მარ­თლა მჯე­რა, რომ უა­რესს ჩა­ი­დენ­და…გან­სა­კუთ­რე­ბით შემ­ზა­რა­ვია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რე­ბა, ვი­საც ფო­ტო­ე­ბი ხა­ტე­ბის ფონ­ზე აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, ვინც უცხი­მო მარ­ხვას იცავს და მე­ტა­ნი­ე­ბით მუხ­ლებს იტყა­ვებს… სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი და და­უნ­დობ­ლე­ბი, ასე­თი ფა­რი­სევ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ…რო­დის მერე გახ­და შუ­რის­ძი­ე­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სათ­ნო­ე­ბა?!რო­დის მერე აკურ­თხეს "სა­მარ­ხვო კერ­ძე­ბად” ცი­ნიზ­მი და სარ­კაზ­მი?!

აი, სწო­რედ ამი­ტომ ღმერ­თს არ ეს­მის ასე­თი ლოც­ვე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში ბოდ­ვე­ბი… ჯვარ­ცმუ­ლი ქრის­ტე სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად მათ­ზე წუხ­და, ვი­საც სხვი­სი ჯვარ­ცმა შე­ეძ­ლო… მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხორ­ცი არ არის სა­მარ­ხვო და შო­ბის მარ­ხვა­ში ნუ შე­ჭამთ!" - წერს პეტ­რე კოლ­ხი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნულ ენა­ზე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა..." - წერს პეტრე კოლხი