"გაოგნებული ვარ, რამ აიძულა..." - როგორ პასუხობს ალექსანდრე გეჯაძე სააკაშვილის ადვოკატის ბრალდებას? - კვირის პალიტრა

"გაოგნებული ვარ, რამ აიძულა..." - როგორ პასუხობს ალექსანდრე გეჯაძე სააკაშვილის ადვოკატის ბრალდებას?

2012 წლამ­დე 1-2 ეპი­ზო­დი იყო, მაგ­რამ 2012 წლი­დან არა­ნა­ი­რი ზარი, არა­ნა­ი­რი პირ­და­პი­რი ან ირი­ბი, გაკ­ვრი­თი მი­თი­თე­ბა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან ექ­სპერ­ტი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ყო­ფი­ლა , - ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძემ „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ გე­ჯა­ძემ "ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მან "ის დას­კვნა დადო, რო­მე­ლიც შსს-ს აწყობ­და“.

რო­გორც გე­ჯა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რას­თან და ექ­სპერ­ტი­ზას­თან მი­მარ­თე­ბით მხო­ლოდ მა­შინ აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­დე­საც საქ­მე მათ მიერ და­ნიშ­ნულ ექ­სპერ­ტი­ზას ეხე­ბა.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის გან­მარ­ტე­ბით, ის გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლია ხა­ჭა­პუ­რი­ძის სი­ტყვე­ბით, რად­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში მას­თან მუ­შა­ო­ბის წლე­ბი აკავ­ში­რებს.

"და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ცენ­ტრი "ვექ­ტო­რი“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში 2005 წლი­დან დღემ­დე. 2005-დან 2012 წლამ­დე ჯო­ჯო­ხე­თი გა­ვი­ა­რეთ სა­მარ­თლებ­რი­ვად - პრო­ფე­სი­ულ ჯო­ჯო­ხეთს ვგუ­ლის­ხმობ, რად­გან ჩვე­ნი, „ვექ­ტო­რის“ დას­კვნე­ბი მი­დი­ო­და სტრას­ბურ­გში და სხვა არა­ვინ მუ­შა­ობ­და იმ პე­რი­ოდ­ში. ყვე­ლა ბუჩ­ქებ­ში იყო და­მა­ლუ­ლი. ერ­თა­დერ­თი დას­კვნე­ბი არა­ერთ რე­ზო­ნან­სულ საქ­მე­ზე ჩვენ გა­ვე­ცით - მო­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აფ­რა­სი­ძე­ე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და კი­დევ ბევრ სხვა საქ­მე­ზე გა­დი­ო­და სტრას­ბურ­გში. ექ­სპერტ ცენ­ტრმა „ვექ­ტორ­მა“ მა­შინ სპე­ცი­ა­ლის­ტის დას­კვნის ფორ­მატ­ში ამუ­შა­ვებ­და დას­კვნებს. 2012 წლამ­დე იყო 1-2 ეპი­ზო­დი, თუმ­ცა ამას თავი და­ვა­ნე­ბოთ, მაგ­რამ 2012 წლი­დან არა­ნა­ი­რი ზარი, მი­თი­თე­ბა, არა­ნა­ი­რი პირ­და­პი­რი ან ირი­ბი რა­ღაც გაკ­ვრი­თი მი­თი­თე­ბა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან ექ­სპერ­ტი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ყო­ფი­ლა.

შალ­ვას მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლად იყო ის, რომ ექ­სპერ­ტი­ზა აღარ და­ნიშ­ნუ­ლი­ყო, არც სამ­ხა­რა­უ­ლის, არც ჩვე­ნი სტრუქ­ტუ­რის და არც კი­დევ ერთი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ექ­სპერ­ტო სტრუქ­ტუ­რის. ეს შალ­ვას აწყობ­და, რად­გან პრო­ცე­სი კი­დევ ერთხელ გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბო­და და შალ­ვა თა­ვი­სი სტრა­ტე­გი­ით მი­აღ­წია თა­ვის სა­წა­დელს და მო­სა­მარ­თლეს და­უმ­ტკი­ცა, რომ ახლა აზრი არ აქვს ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას. ეს თა­ვი­სი სტრა­ტე­გია და მი­ზა­ნი რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მო­რა­ლუ­რად, გარ­კვე­ულ კი­თხვის ნიშ­ნებს იწ­ვევს. ალ­ბათ, შალ­ვა და­მი­კავ­შირ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა მი­თხრას - „ალე­კო, სხვა გზა არ მქონ­და და ჩემს სტრა­ტე­გი­ას ასე სჭირ­დე­ბო­და“. შე­იძ­ლე­ბა მან მო­მი­ბო­დი­შოს და ასე რომც გვე­ლა­პა­რა­კა და მე ჩა­მე­წე­რა, არ გე­წყი­ნო­სო.

რბი­ლად რომ ვთქვა, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, რად­გან ბა­ტონ შალ­ვას­თან წლე­ბი მა­კავ­ში­რებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში. რამ აი­ძუ­ლა ბა­ტო­ნი შალ­ვა, რომ ამ კონ­ტექ­სტში მო­ეხ­სე­ნი­ე­ბი­ნა ჩემი პერ­სო­ნა, რომ თურ­მე მე ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის შეკ­ვე­თებ­ზე ვმუ­შა­ობ, თურ­მე მე, ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძე პირ­ნათ­ლად ვას­რუ­ლებ იმას, რა­საც ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი მი­მი­თი­თე­ბენ და ა.შ“,- აცხა­დებს გე­ჯა­ძე.

"ინტერპრესნიუსი"