"ფსი­ქი­ატ­რე­ბი ყვე­ლაფ­რის მი­ზეზს ეძე­ბენ ბავ­შვო­ბა­ში. ბავ­შვო­ბა­ში ხომ არ მი­ი­ღო ისე­თი ტრავ­მა, რის გა­მოც მძი­მე შე­დე­გე­ბი დად­გა" -გიული ალასანია ამერიკელ ექსპერტ-ფსიქიატრთან საუბრის დეტალებს იხსენებს - კვირის პალიტრა

"ფსი­ქი­ატ­რე­ბი ყვე­ლაფ­რის მი­ზეზს ეძე­ბენ ბავ­შვო­ბა­ში. ბავ­შვო­ბა­ში ხომ არ მი­ი­ღო ისე­თი ტრავ­მა, რის გა­მოც მძი­მე შე­დე­გე­ბი დად­გა" -გიული ალასანია ამერიკელ ექსპერტ-ფსიქიატრთან საუბრის დეტალებს იხსენებს

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დის­ტან­ცი­უ­რად დას­წრე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო, რად­გან თავს ცუ­დად გრძნობ­და.

რო­გორც გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში” შვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, მის­თვის მთა­ვა­რია ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი იხი­ლა.

გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ შეც­ვლი­ლა.

"სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­უ­წყვი­ტეს კავ­ში­რი, რად­გან უკ­რა­ი­ნუ­ლად არ ალა­პა­რა­კეს. უბ­რა­ლოდ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის უნ­დო­და მი­ე­მარ­თა და გა­ემხნე­ვე­ბი­ნა. ის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა. ისევ უკ­რა­ი­ნა ჰქონ­და ჩარ­თუ­ლი [ტე­ლე­ვი­ზორ­ში], ზოგ­ჯერ გა­დარ­თვას ხოლ­მე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ ისე­თია. ისიც არ ვკი­თხე, სი­ცხე რამ­დე­ნი აქვს.

პრო­ცეს­ზე ვე­ღარ ჩა­ერ­თო, რად­გან მერე კარ­გად არ იყო. მთა­ვა­რია გა­მოჩ­ნდა და ხალ­ხმა და­ი­ნა­ხა. ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი და უჩ­ვე­უ­ლოც”, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ ისა­უბ­რა სა­სა­მარ­თლო­ში ამე­რი­კე­ლი ექ­სპერტ-ფსი­ქი­ატ­რის, ერიკ დე­ვიდ გოლდსმი­ტის და­კი­თხვა­ზეც.

"ამე­რი­კე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჩა­მო­ვი­და და და­ი­კი­თხა, ამ­დე­ნი სა­ა­თი გაგ­რძელ­და მისი და­კი­თხვა, ჩვე­ნი მხა­რის­თვის ეს გა­მოც­დი­ლე­ბაა.

მა­გა­ლი­თად: მას ასე­თი შე­კი­თხვა და­უს­ვეს, სა­ი­დან გაქვს ეს ინ­ფორ­მა­ცია, სა­ი­დან შე­აგ­რო­ვეო? მან უთხრა, რომ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი მქონ­და დე­დას­თან, ბი­ძას­თა­ნო, ამ საქ­მეს ძა­ლი­ან ირო­ნი­უ­ლად შე­ხე­დეს. ფსი­ქი­ატ­რე­ბი ყვე­ლაფ­რის მი­ზეზს ეძე­ბენ ბავ­შვო­ბა­ში. ბავ­შვო­ბა­ში ხომ არ მი­ი­ღო ისე­თი ტრავ­მა, რის გა­მოც მძი­მე შე­დე­გე­ბი დად­გა.

მარ­თლაც გვქონ­და ინ­ტერ­ვიუ, მისი თხოვ­ნით სამი ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი. დე­ტა­ლებს გვე­კი­თხე­ბო­დაა, აინ­ტე­რე­სებ­და, რა პი­რო­ბებ­ში გა­ი­ზარ­და, ხომ არ აკ­ლდა ბავ­შვო­ბა­ში სით­ბო ან რო­გორ სწავ­ლობ­და, ყო­ფი­თი რა­ღა­ცე­ბი. აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, რომ მას ახ­ლობ­ლებ­თან ელა­პა­რა­კა”, - აღ­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ამ.

"ინტერპრესნიუსი"