როგორ გამოიყურებოდნენ მინისტრების მეუღლეები საზეიმო წვეულებაზე - ფოტოები საახალწლო ღონისძიებიდან
ორი დღის წინ, პრემიერმა ღარიბაშვილმა მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. საღამოს ელჩების გარდა, ქართველი მინისტრებიც სტუმრობდნენ, ზოგიც მეუღლესთან ერთად და ზოგიერთი მათგანიც მარტო...
საღამოზე, ნუნუკა თამაზაშვილი სტუმრებს კლასიკურ სამოსში შეხვდა. პრემიერის მეუღლეს შავი ფერის პიჯაკი და ქვედაბოლო ეცვა. შავი კაბები ეცვათ მინისტრების ცოლებსაც...
საღამოზე მეუღლეების გარეშე მივიდნენ თავდაცვის მინისტრი ვახტანგ გომელაური და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. ისინი პრემიერთან ერთად უსხდნენ მაგიდას.
საღამოს ესწრებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. საჯარო მოხელემ წვეულებაზე კლასიკურ, ყავისფერ კაბაზე გააკეთა არჩევანი.
საქართველოს საგაერო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წვეულებას მეუღლესთან ერთად დაესწრო. ნინო ვაშაკიძე, "ერისიონის" ყოფილი მოცეკვავეა. წყვილს 4 შვილის ჰყავს: სოფო, ალექსანდრე, გიორგი და დანიელი.