წლის მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას! - ქართული უნარები დიდ არენაზე... - კვირის პალიტრა

წლის მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას! - ქართული უნარები დიდ არენაზე...

2022 წელი სრულდება. შეუძლებელია, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ პოზიტიური ხდებოდეს, ბევრია ტკივილი და იმედგაცრუებაც, თუმცა მადლიერების გრძნობა არასდროს უნდა დავკარგოთ. ჩვენი პროფილი სპორტულია. აქაც ჩვენს პატარა ქვეყანას ბევრი წარმატებაც პქონდა და მარცხიც.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიასა და უელსთან გამარჯვება მოახერხა, რაც ბრწყინვალე შედეგია; ოლიმპიური წელი არ ყოფილა, თუმცა საჭიდაო სახეობებში მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც იყო და მაინც მოულოდნელი წაგებებიც; გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცი - ლაშა ტალახაძე; ევრობასკეტის მასპინძლობა კარგი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ჯგუფის დაძლევა ვერ მოვახერხეთ; საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა "ერთა ლიგა (ჯგუფური ეტაპი) მოიგო, რამდენიმე ლეგიონერი კი პროგრესითა და წარმატებით გამოირჩეოდა, თუმცა არავინ დაგვამუნათებს იმის გამო, თუკი ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებულ მადლობას ვეტყვით - ის ამას იმასახურებს! ზოგიერთ მიღწევას მაინც შეჩვეული ვართ, რაღაც კი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ხდება...

გიორგი მამარდაშვილმა ჩვენი ლეგიონერები სხვა სიმაღლეზე დააბრუნა, თუმცა ის, რაც კვარაცხელიამ შეძლო, განსაკუთრებული მასშტაბისაა - გადასვლა სკუდეტოს მაძიებელ ერთ-ერთ მთავარ გუნდში, მაშინვე უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ ქცევა, არა მარტო ევროპული, არამედ შეერთებული შტატების მედიისა და გულშემატკივრების გაოცება - მოთამაშე, რომელსაც დრიბლინგი საოცარი სილამაზითა და მოხდენილობით გამოსდის. "კვარადონა", როგორაც მას შეარქვეს, შედეგიანია, გოლის გატანა იცის და არც მნიშვნელოვანი პასების გაკეთება ეშლება, მკვეთრად ინდივიდუალისტური უნარები აქვს, ამავდროულად, გუნდური მოთამაშეა. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გოლი დიდხნიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. გააგრძელეთ კითხვა