გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს - რა წერია განცხადებაში, რომლის გარშემოც 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი გაერთიანდა - კვირის პალიტრა

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს - რა წერია განცხადებაში, რომლის გარშემოც 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი გაერთიანდა

130-ზე მეტი ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გაგ­ზავ­ნის­კენ მო­უ­წო­დებს.

რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მე­ბით სიკ­ვდილს ექ­ნე­ბა უაღ­რე­სად სა­ზი­ა­ნო შიდა და გარე პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბი.

მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი არა მხო­ლოდ გა­აღ­რმა­ვებს ქვე­ყა­ნა­ში დღეს არ­სე­ბულ პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, არა­მედ მოს­პობს მისი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­და­ლახ­ვის შანსსაც კი.

მი­მარ­თვას სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს. "რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ შექ­მნი­ლი კონ­სი­ლი­უ­მის, ისე ამე­რი­კე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჯგუ­ფის შე­ფა­სე­ბე­ბი უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ვერ მოხ­დე­ბა და პრო­ცე­სი წა­მე­ბით სიკ­ვდი­ლით დას­რულ­დე­ბა.

ჩვენ არ გან­ვი­ხი­ლავთ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბის სა­კითხს. ჩვენ ვამ­ბობთ: კონ­სტი­ტუ­ცი­ით სიკ­ვდი­ლით დას­ჯა აკ­რძა­ლუ­ლია, ისე­ვე რო­გორც წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბა. ეს ასე­ვე გა­მომ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბი­დან. პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტიმ­რის, წა­მე­ბით მოკ­ვდი­ნე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ნა­კისრ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ამას­თან, ვი­ნა­ი­დან პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ, მისი ღირ­სე­ბის, სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სწო­რედ სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა.

პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მე­ბით მოკ­ვდი­ნე­ბას ექ­ნე­ბა უაღ­რე­სად სა­ზი­ა­ნო შიდა და გარე პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბი. ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი, არა მხო­ლოდ გა­აღ­რმა­ვებს ქვე­ყა­ნა­ში დღეს არ­სე­ბულ პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, არა­მედ მოს­პობს მისი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­და­ლახ­ვის შანსსაც კი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დღემ­დე ვერ მო­ი­შუ­შა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ძა­ლა­დობ­რი­ვი მოკ­ვდი­ნე­ბის ტრავ­მა.

გაღ­რმავ­დე­ბა კი­თხვე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­შიც: არი­ან კი ქარ­თვე­ლე­ბი იმ ერთა სი­ა­ში, რომ­ლე­ბიც პა­ტივს სცე­მენ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პებს და ძა­ლუძთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი ცვლა და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის გა­რე­შე თა­ნა­არ­სე­ბო­ბა.

და ბო­ლოს, დღეს ევ­რო­პა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სი - უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გმი­რუ­ლი ბრძო­ლა რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. რო­გო­რი იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი ვერ­დიქ­ტი ჩვენს მი­მართ, თუ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ამ ის­ტო­რი­ულ დღე­ებ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, პუ­ტი­ნის “პი­რად მტერს”, ცი­ხე­ში წა­მე­ბით მოკ­ლავს?

შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კო­მი­სი­ე­ბის დას­კვნით, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვე­ბა არის მისი წა­მე­ბით მოკ­ვდი­ნე­ბის აქტი, რაც არის უკა­ნო­ნო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა რაც შე­უქ­ცე­ვა­დად და­ა­ზი­ა­ნებს ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯ­სა და ჩვენს ის­ტო­რი­ულ პერ­სპექ­ტი­ვას.

ამი­ტომ, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ უნდა ჩაგ­ვით­რი­ოს შუ­რის­ძი­ე­ბის მო­რევ­მა; ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, არ უნდა და­ვუშ­ვათ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წა­მე­ბით სიკ­ვდი­ლი. იგი სას­წრა­ფოდ უნდა გა­იგ­ზავ­ნოს სამ­კურ­ნა­ლოდ უცხო­ეთ­ში. ეს არის ზე­პარ­ტი­უ­ლი მი­ზა­ნი. ასეა სწო­რი ის­ტო­რი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის, ჰუ­მა­ნიზ­მი­სა და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლო­ბის პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მო­გი­წო­დებთ ამ მიზ­ნით გა­ერ­თი­ა­ნე­ბას!“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­მარ­თვა­ში.

ამას­თან, მი­მარ­თვა­ში მი­მო­ხი­ლუ­ლია პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის დას­კვნე­ბი."სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ შექ­მნი­ლი კონ­სი­ლი­უ­მის შე­ფა­სე­ბა პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ შემ­დე­გია:

კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რი ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა, მათი ბოლო შე­ფა­სე­ბის (27.04.2022) შემ­დგომ, მკვეთ­რად გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია და ფას­დე­ბა რო­გორც მძი­მე. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა უწყვე­ტად უა­რეს­დე­ბო­და ბოლო წლის და გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტმა წო­ნის თით­ქმის 30% და­კარ­გა.

სამ­წუ­ხა­როდ, გან­ვი­თარ­და კონ­სი­ლი­უ­მის მიერ არა­ერ­თხელ პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი ანო­რექ­სი­ის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­შიშ კა­ხექ­სი­ა­ში გა­დას­ვლა და ამ­ჟა­მად, პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა აქ­ტი­უ­რი კა­ტა­ბო­ლიზ­მის (თვით­მო­ნე­ლე­ბის და ქსო­ვი­ლე­ბის გან­ლე­ვის) ფა­ზა­ში, რა­საც ადას­ტუ­რებს ძა­ლი­ან აჩ­ქა­რე­ბუ­ლი წო­ნის კლე­ბა – სექ­ტემ­ბრი­დან წონა ჩა­მო­ვი­და 98 კგ- დან ამ­ჟა­მინ­დელ 73.6 კგ-მდე.

კონ­სი­ლი­უ­მის წევრთა გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს ჩა­უ­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი თუ ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვა და მკურ­ნა­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე პო­ლიპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სწრა­ფად უა­რეს­დე­ბა. პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა ვერ ხდე­ბა პრო­აქ­ტი­ულ რე­ჟიმ­ში (რაც ჩვე­უ­ლებ­რივ პა­ცი­ენ­ტის მარ­თვის სტან­დარ­ტია თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის­თვის) და მკურ­ნა­ლო­ბის მიდ­გო­მე­ბი შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბით.

"წო­ნის კლე­ბის სიჩ­ქა­რე ბოლო თვე­ებ­ში გა­სამ­მაგ­და. ასე­თი სის­წრა­ფით კლე­ბი­სას კი კრი­ტი­კუ­ლი BMI <14 ( რაც < 52 კგ-ს შე­ე­სა­ბა­მე­ბა) მიღ­წე­ულ იქ­ნე­ბა 2-3 თვე­ში, რის შემ­დე­გაც და­ი­წყე­ბა ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მე­ბის შე­უქ­ცე­ვა­დი და­ზი­ა­ნე­ბა,“ - ამ­ბო­ბენ კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რე­ბი. მათი შე­ფა­სე­ბით, პა­ცი­ენ­ტი სას­წრა­ფოდ გა­და­საყ­ვა­ნია სხვა ქვე­ყა­ნა­ში, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და და თან ეს იმ ფონ­ზე, რო­დე­საც მის­მა მკურ­ნალ­მა ექი­მებ­მა ყვე­ლა­ფე­რი სცა­დეს.

კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რე­ბი ასე­ვე ამ­ბო­ბენ, რომ პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი უცხო­ე­ლი ექი­მის მიერ დას­მულ კი­თხვას პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში მძი­მე მე­ტა­ლე­ბის კვა­ლის აღ­მო­ჩე­ნის თა­ო­ბა­ზე, რად­გან მძი­მე მე­ტა­ლე­ბით მო­წამ­ვლას ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს ის სიმპტო­მე­ბი, რაც სა­ა­კაშ­ვილს აქვს.

პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის სწრა­ფი გა­უ­ა­რე­სე­ბის ფონ­ზე, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზე­ბი­სა და კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ამე­რი­კე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ჯგუფ­მაც დას­კვნა ავ­ლენს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მძი­მე დარ­ღვე­ვებს, მათ შო­რის, წა­მე­ბა­სა და მძი­მე ლი­თო­ნით მო­წამ­ვლას.

"მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­გან­გა­შოა. აშ­კა­რაა, რომ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს არა­სა­თა­ნა­დოდ მო­ე­პყრნენ და აწა­მეს“, - გა­ნა­ცხა­და მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა, 1997 წლის ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ­მა მე­დი­ცი­ნა­ში, ექიმ­მა ჯე­იმს კო­ბიმ. ” მის სი­ცო­ცხლეს გარ­და­უ­ვა­ლი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, თუ არ გა­და­იყ­ვა­ნენ და­სავ­ლე­თის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც იგი სი­ცო­ცხლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბას მი­ი­ღებს”, - დას­ძი­ნა ექიმ­მა კო­ბიმ.

ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს აქვს პა­ტიმ­რო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი, ორ­თო­პე­დი­უ­ლი და კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნუხ­რე­ლად აუ­ა­რე­სებს მის მდგო­მა­რე­ო­ბას. ამას­თან, მე­დი­კოს­თა ჯგუფ­მა მის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ა­ჩი­ნა და­რიშ­ხა­ნი­სა და მძი­მე ლი­თო­ნე­ბის, მათ შო­რის ვერ­ცხლის­წყლის კვა­ლი.

ამი­ტომ ექ­სპერ­ტე­ბი მკაცრ რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ მის სას­წრა­ფო გა­დაყ­ვა­ნას სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ან და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, ერთი მხრივ, შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სრულ­ყო­ფი­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, დე­ტოქ­სი­კა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მჭიდ­რო ვა­დებ­ში ჩა­სა­ტა­რებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის კლი­ნი­კა­ში სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს მი­ე­ცა სულ მცი­რე 14 სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერთს არ აქვს ამე­რი­კის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს ავ­ტო­რი­ზა­ცია “, - გა­ნა­ცხა­და მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წამ­ყვან­მა ტოქ­სი­კო­ლოგ­მა დე­ვიდ ე. სმიტ­მა. "ამ პრე­პა­რა­ტე­ბის მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ­მა კომ­ბი­ნა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია ტვი­ნის დის­ფუნ­ქცია, მათ შო­რის, თეთ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ატრო­ფია პრეფ­რონ­ტა­ლურ კორ­ტექსში, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თა­ვის ტვი­ნის მა­კონ­ტრო­ლე­ბელ ფუნ­ქცი­ა­ზე, და გა­ზარ­და ავა­დო­ბის და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის რის­კი. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ წამ­ლე­ბის­გან და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი დე­ტოქ­სი­კა­ცია“, - დას­ძი­ნა დოქ­ტორ სმიტ­მა.

მი­მარ­თვის გარ­შე­მო ერ­თი­ან­დე­ბი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, 2013-2018; და­ვით ბაქ­რა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, 2008-2012; ნემო ბურ­ჭუ­ლა­ძე, 1990-1991 წლე­ბის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე დევ­ნი­ლო­ბა­ში; ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, 2004-2008;

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, 2012-2016, (ჩა­ნა­წე­რით "ვუ­ერ­თდე­ბი მო­თხოვ­ნას“)

სერ­გი კა­პა­ნა­ძე, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი, 2016-2020

მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი, 2004-2012

ეკა ბე­სე­ლია, პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, 2012-2018

ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, 2004-2012

გივი თარ­გა­მა­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, 2004-2012

ნინო ნა­კა­ში­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე-2004-2008

გედი ფო­ფხა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნი­სა და დე­ო­კუ­პა­ცი­ის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, 2016-2018

გიგი წე­რე­თე­ლი, ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი, 2017-2020

ავ­თან­დილ დე­მეტ­რაშ­ვი­ლი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე, 1996-2001

კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლი, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე, 2005-2015

გი­ორ­გი პა­პუ­აშ­ვი­ლი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე 2006-2016

ბესო ლო­ლა­ძე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, 2006-10010

ზაზა მე­იშ­ვი­ლი, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, 2006-2016

ქე­თე­ვან ერე­მა­ძე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე, 2006-2016

მაია კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე, 2009-2019

ნონა წო­წო­რია, ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­სა­მარ­თლოს (სტრას­ბურ­გი) მო­სა­მარ­თლე, 2008-2018

გეგა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, 2008-2009

გელა ბეჟუ­აშ­ვი­ლი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, 2005-2008

გი­ორ­გი გა­ბაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი, 2004-2007

კონ­სტან­ტი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი, 1992-1993

იუ­ლონ გა­გო­ში­ძე, დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, 2008-2009

თორ­ნი­კე გორ­და­ძე, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრი, 2012

მირ­ზა (პა­პუ­ნა) და­ვი­თა­ია, დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, 2009-2012

გრი­გოლ ვა­შა­ძე, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, 2009-2012

ნი­კო­ლოზ ვა­ჩე­იშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი, 2008

გი­ორ­გი ზედ­გი­ნი­ძე, გა­რე­მოს და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრი, 2012

პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი, რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, 2012-2014

თე­მურ ია­კო­ბაშ­ვი­ლი, ვიცე-პრე­მი­ე­რი, რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, 2008-2011

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, 2006-2008

ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლი, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი, 2008-2010

ალექ­სან­დრე (კახა) ლო­მა­ია, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი, 2004-2007, (ჩა­ნა­წე­რით "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია")

გია ნო­დია, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი, 2008

ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, 2012-2014

და­ვით სი­ხა­რუ­ლი­ძე, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, 2009

კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრი, 2008-2012

ეკა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი, ვიცე-პრე­მი­ე­რი, რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, 2010-2012

ან­დრია ურუ­შა­ძე, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი, 2010-2012

ვერა ქო­ბა­ლია, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი, 2010-2012

ირაკ­ლი ღვა­ლა­ძე, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრი, 2008

დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი, 2009-2012

და­ვით ჩანტლა­ძე, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრი, 2007

ვა­ლე­რი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, 2005

ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი, 2012

გოგა ხა­ჩი­ძე, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრი, 2008-2012

თინა ხი­და­შე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, 2015-2016

ირაკ­ლი აბე­სა­ძე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2016-2020

ნაზი არო­ნია, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2004-2008

ბი­მურ­ზა აფ­რა­სი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 1990-1991

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2012-2016

ლადო გე­გე­ლაშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2004-2007

ნინო გო­გუ­ა­ძე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2012-2016

და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2008-2016

ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2012-2016

მე­დეა თუშ­მა­ლიშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 1990-1991

რე­ვაზ კე­მუ­ლა­რია, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 1990-1991

მი­ხე­ილ მა­ხა­რა­ძე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2012-2016

ომარ მეგ­რე­ლი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი, 2012-2016

ლე­ვან მეტ­რე­ვე­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2004-2008

ვე­ლო­დი მირ­ცხუ­ლა­ვა, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 1990-1991

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2012-2020

მაია ნა­დი­რა­ძე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2004-2008

ნო­დარ ნო­ნი­აშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 1990-1991

ხა­თუ­ნა ოჩი­ა­უ­რი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2008-2012

სერ­გო რა­ტი­ა­ნი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2012-2020

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2012-2016

და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2012-2015

მა­რი­ამ სა­ჯა­ია, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2012-2016

თენ­გიზ ჩა­ჩა­ვა, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 1990-1991

გოგი ჩი­ქა­ვა, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 1990-1991

ვახ­ტანგ ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 1990-1991

ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2008-2016

ბეჟან ჯა­ვა­ხია, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 1990-1991

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2012-2016

კა­ხა­ბერ მი­ქე­ლა­ძე, აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტი, 2004-2008

კა­ხა­ბერ სურ­გუ­ლა­ძე, აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტი, 2004-2008

გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი, 2009-2016

დი­მიტ­რი ქი­ტოშ­ვი­ლი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, 2005-2006

გუ­რამ ჩა­ლა­გაშ­ვი­ლი, ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, 2007-2013

უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, 2012-2017

გი­ორ­გი ტუ­ღუ­ში, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, 2009-2012

და­ვით რაქ­ვი­აშ­ვი­ლი, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, 2013-2018

გიგი კა­ლან­და­ძე, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი, 2012

მალ­ხაზ (კახა) აკიშ­ბა­ია, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, 2006-2009

ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, 2004-2012

გიგი უგუ­ლა­ვა, თბი­ლი­სის მერი, 2005-2014

სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძე, თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე, 2013-2014

პა­ა­ტა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2004-2005

გია გე­წა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს (2003-2004) და უკ­რა­ი­ნის (2015-2018) იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე

გიგი გი­გი­ა­ძე, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2014-2016

ირაკ­ლი გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, 2003-2012

ეკა გუ­რე­ში­ძე, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, 2003-2005

მი­ხე­ილ დო­ლი­ძე, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2010-2012

ჯაბა ება­ნო­ი­ძე, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2009-2010

და­ვით იო­სე­ლი­ა­ნი, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2008-2012

თა­მარ კოვ­ზი­რი­ძე, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2004-2008

გოჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, 2009-2012

ვა­მი­კო მო­სი­ძე, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2004-2007

გი­ორ­გი მუ­ჩა­ი­ძე, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2006-2009

ანა ჟვა­ნია, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2008-2009

აკა­კი სე­ფერ­თე­ლა­ძე, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, 2009-2012

გუგა სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის, ძეგლ­თა დაც­ვი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, 2004-2006

ნო­დარ სურ­გუ­ლა­ძე, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2008-2012

შოთა უტი­აშ­ვი­ლი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2012

ირაკ­ლი ფორჩხი­ძე, რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, 2010-2012

ბათუ ქუ­თე­ლია, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2006-2008

გი­ორ­გი ყი­ფი­ა­ნი, კულ­ტუ­რის და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2009-2012

გი­ორ­გი ჩახ­ნაშ­ვი­ლი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2009-2012

და­ვით ცხა­და­ძე, კულ­ტუ­რის და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, 2008-2012

გი­ორ­გი ცხა­კა­ია, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2011-2012

დი­მიტ­რი ძაგ­ნი­ძე, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2005-2012

ბელა წი­ფუ­რია, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2004-2008

ზვი­ად ჭე­იშ­ვი­ლი, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2008

მა­რი­ნე ჭო­ღოშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2008-2012

ელე­ნე ხოშ­ტა­რია, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, 2007-2012

და­ვით ჯან­დი­ე­რი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, 2012-2013

ლე­ვან ჯუ­ღე­ლი, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2003-2007

გია აბუ­ლა­ძე, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის,კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრი, 2010-2012

ლე­ვან ან­თა­ძე, აჭა­რის შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი, 2008-2011

თე­მურ გა­ბა­ი­ძე, აჭა­რის შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი, 2011-2012

დო­ნა­რა სურ­მა­ნი­ძე, აჭა­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი, 2011-2012

ავ­თან­დილ ბოლ­ქვა­ძე, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის კულ­ტუ­რის და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2004-2006

ედ­ნარ აბუ­ლა­ძე, ქე­დის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, 2006-2010

ტა­რი­ელ აბუ­ლა­ძე, ხუ­ლოს გამ­გე­ბე­ლი, 2005-2007

ელ­გუ­ჯა ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ქო­ბუ­ლე­თის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, 2012-2014

რე­ვაზ მი­ქე­ლა­ძე, ხუ­ლოს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, 2007-2011

ოთარ ცე­ცხლა­ძე, ხუ­ლოს გამ­გე­ბე­ლი, 2004

მი­ხე­ილ ავა­ლი­ა­ნი, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე, 2007

ეკა­ტე­რი­ნე ეგუ­ტია, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის " საქპა­ტენ­ტის" თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, 2010-2014

ქე­თე­ვან იგ­ნა­ტო­ვი, კულ­ტუ­რის და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი, 2009-2012

ქარ­თლოს ყი­ფი­ა­ნი, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლი, 2004-2006

გი­ორ­გი შონ­ვა­ძე, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე 2006-2013

რატი ჯა­ფა­რი­ძე, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე, 2013-2014

გიგი თევ­ზა­ძე, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, 2004-2012

და­ვით ჩო­მა­ხი­ძე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლე­რი, 2010-2016

გია მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, 2010-2013

აკა­კი ხუს­კი­ვა­ძე, სსიპ ქ. თბი­ლი­სის 161-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, 2010-2013

ამ გან­ცხა­დე­ბას 130-ზე მეტი ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი შე­უ­ერ­თდა. ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა გრძელ­დე­ბა. ხელ­მო­წე­რის მსურ­ველს შე­უძ­ლია და­უ­კავ­შირ­დეს რო­მე­ლი­მე ხელ­მომ­წერს და და­ა­მა­ტოს თა­ვი­სი ხელ­მო­წე­რა”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.