მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის თქმით, მკვლელობა არ ჩაუდენია და ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა - რა განაცხადა გიორგი ბეროზაშვილმა - კვირის პალიტრა

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის თქმით, მკვლელობა არ ჩაუდენია და ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა - რა განაცხადა გიორგი ბეროზაშვილმა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ვა­ზი­სუ­ბან­ში, მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მას სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბი არ მო­უკ­ლავს და გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე ჩვე­ნე­ბა პო­ლი­ცი­ის ზე­წო­ლის ქვეშ მის­ცა.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, გა­მო­ძი­ე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მას უთხრეს, რომ მომ­ხდა­რის გამო ცი­ხე­ში ან თა­ვად წა­ვი­დო­და, ან მის დას და­ი­ჭერ­დნენ. ამას­თან, რო­გორც ბე­რო­ზაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მკვლე­ლო­ბის დღეს სახ­ლში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და, რა დრო­საც და­ი­კარ­გა ფუ­ლა­დი თან­ხა, არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ია­რა­ღე­ბი და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა.

ბე­რო­ზაშ­ვი­ლი ეჭ­ვობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ქურ­დო­ბის მიზ­ნით წა­ი­ღეს.

მისი თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ნივ­თე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბა მოს­თხო­ვა, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ნივ­თე­ბი უკან მას შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბო­და, თუ მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღებ­და და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­დე­ბო­და.

მან სხდო­მა­ზე და­ა­სა­ხე­ლა იმ პო­ლი­ცი­ე­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი, რო­მელ­მაც მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა მოს­თხო­ვა.

გარ­და ამი­სა, ყო­ფილ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ოჯა­ხის წევ­რებს ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ.

"ჩემ დაზე იყო სა­უ­ბა­რი ან შენ ჩაჯ­დე­ბი ან შენი და, თა­მუ­ნა ბე­რო­ზაშ­ვი­ლიო. ვი­ნა­ი­დან ცი­ხის სის­ტე­მა ზე­პი­რად ვიცი, არ მინ­დო­და, რომ ჩემი და ცი­ხე­ში წა­სუ­ლი­ყო და ვარ­ჩიე, რომ მე წავ­სუ­ლი­ყა­ვი ცი­ხე­ში…. ჩემი დის და­კა­ვე­ბა­საც აპი­რებ­დნენ, რო­მე­ლიც ასე­ვე და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ. რაც შე­ე­ხე­ბა ანაწ­მენ­დს, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტი­ზის­თვის აი­ღეს, ის სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­მე­ლი­მე ია­რა­ღის­თვის უნდა წა­ეს­ვათ”, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც მისი მშობ­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა მოხ­და, ის სახ­ლში არ იყო. ხოლო, მას შემ­დეგ რაც ტე­ლე­ფონ­ზე მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი შე­ა­ტყო­ბი­ნეს, სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით კორ­პუს­თან მი­ვი­და, რა დრო­საც და­ი­ნა­ხა, რომ კორ­პუს­თან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და სა­ხან­ძროს მან­ქა­ნე­ბი იდგა, სახ­ლში კი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ტარ­დე­ბო­და.მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სახ­ლთან მი­სულს ეზო­ში მე­გობ­რე­ბი და დები დახ­ვდნენ.

დებ­თან “ფუ­ლის ამ­ბა­ვი მო­ი­კი­თხა”, რო­მელ­საც მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ოჯა­ხი სახ­ლში ინა­ხავ­და.

"მი­ვე­დი სახ­ლთან, ჩემი ძმა­კა­ცე­ბი დამ­ხვდნენ, გა­მა­ჩე­რეს და მი­თხრეს და­წყნარ­დიო, მო­ვი­კი­თხე ჩემი დები ნინო და თა­მუ­ნა სად არი­ან-მეთ­ქი. ერთ -ერთი და, თა­მუ­ნა პო­ლი­ცი­ას­თან იყო მი­სუ­ლი. ჩემ მე­ო­რე დას­თან, ნი­ნოს­თან რომ მი­ვე­დი მი­თხრა, არ ვიცი რა ხდე­ბაო. ვე­ლო­დე­ბო­დი ბი­ნა­ში ჩვენ აშ­ვე­ბას. ჩემ დას ვკი­თხე ფუ­ლის ამ­ბა­ვი ხომ არ მოგ­ვი­კი­თხავს, რად­გან ფული იყო სახ­ლში-მეთ­ქი. ასე­ვე ვი­ცო­დი, რომ სახ­ლში ია­რა­ღე­ბიც იყო. სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ერთ-ერთ პო­ლი­ცი­ელს ვიც­ნობ­დი და ვუ­თხა­რი, სახ­ლში ია­რა­ღი იყო და არ და­ი­კარ­გოს-მეთ­ქი. რა­ზეც მი­თხრა, რომ არ ინერ­ვი­უ­ლოო”, - გა­ნა­ცხა­და ბე­რო­ზაშ­ვილ­მა პრო­ცეს­ზე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სახ­ლი­დან გამ­ქრა­ლი ნივ­თე­ბის და­კარ­გვის შე­სა­ხებ მან პო­ლი­ცი­ას მა­შინ და­უს­ვა კი­თხვა, რო­დე­საც გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს.

ბრალ­დე­ბუ­ლის თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა მისი ეჭვი ნივ­თე­ბის და­კარ­გვის თა­ო­ბა­ზე, რა დრო­საც, მან ერთ-ერთ პო­ლი­ცი­ელს უთხრა, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში და სა­სა­მარ­თლო­ში ისა­უბ­რებ­და, ამავდრო­უ­ლად, დაკ

"ვუ­თხა­რი, თუ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაა ფული სა­დაა-მეთ­ქი. ასე­ვე, ვუ­თხა­რი, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­სა­მარ­თლო­ში ვიმ­სჯე­ლებთ-მეთ­ქი”, - აღ­ნიშ­ნა ბე­რო­ზაშ­ვილ­მა.

სხდო­მა­ზე კი­თხვე­ბი ბე­რო­ზაშ­ვილს პრო­კუ­რორ­მაც და­უს­ვა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც ბე­რო­ზაშ­ვილ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით გა­აჟ­ღე­რა ენით აღუ­წე­რე­ლია, რა­ზეც ბრალ­დე­ბულ­მა შემ­დე­გი სა­ხის პა­სუ­ხი გას­ცა:

“ჩემი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ქვე­მო ქარ­თლში, არა­ერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს ნივ­თე­ბის და­კარ­გვის­თვის, მათ შო­რის ჩე­მიც და თუ გნე­ბავთ, კონ­კრე­ტულ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს გე­ტყვით”, - გა­ნა­ცხა­და ბე­რო­ზაშ­ვილ­მა.