საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის განცხადებით, ცოტა ხნის წინ, თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს - კვირის პალიტრა

საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის განცხადებით, ცოტა ხნის წინ, თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის საკრებულოში, მამუკა გუგეშაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

შესაბამისი განცხადება მან თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

„მე პოლიტიკური განცხადებით მინდოდა დამეწყო, მაგრამ ამ წამს, ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს ჯავის ქუჩაზე. ეს ახალგაზრდა ბიჭი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს. ხუთი წუთის წინ გარდაიცვალა“, - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.