მამაკაცი, რომელსაც ჯავის ქუჩაზე ესროლეს, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი იყო - მრავალჯერ ნასამართლევია ის პირიც, რომელმაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა - კვირის პალიტრა

მამაკაცი, რომელსაც ჯავის ქუჩაზე ესროლეს, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი იყო - მრავალჯერ ნასამართლევია ის პირიც, რომელმაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

გავრცელებული ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჯავის ქუჩაზე ესროლეს, წარსულში, სხვადასხვა მძიმე დანაშაულზე მრავალჯერ იყო ნასამართლევი.

ასევე, არსებული ინფორმაციით, მრავალჯერაა ნასამართლევი ის პირიც, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის საკრებულოში, მამუკა გუგეშაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შესაბამისი განცხადება მან თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.