"ცოტნე საფრანგეთშია, ბერა - ბრაზილიაში, გვანცა და უტა კი..." - სად ცხოვრობენ ბიძინა ივანიშვილის შვილები? - კვირის პალიტრა

"ცოტნე საფრანგეთშია, ბერა - ბრაზილიაში, გვანცა და უტა კი..." - სად ცხოვრობენ ბიძინა ივანიშვილის შვილები?

მას შემ­დეგ, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში გა­მოჩ­ნდა, მისი ოჯა­ხის მი­მართ ინ­ტე­რე­სი დღემ­დე რჩე­ბა. მარ­თა­ლია, მი­ლი­არ­დერ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე წე­ლია უარი თქვა და მხო­ლოდ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ებ­ზე ჩნდე­ბა, მაგ­რამ მისი ოჯა­ხი მა­ინც ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია.

ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი ბერა გახ­ლდათ, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც მე­დი­ის­თვის ხე­ლის გულ­ზე იდო. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას კი თა­ვად მუ­სი­კო­სი აძ­ლევ­დათ, რად­გან ხში­რად პოს­ტავ­და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც ყო­ველ­თვის სა­ჯა­რო იყო. ახლა ბრა­ზი­ლი­ა­ში ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად და მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბა. მა­ნამ­დე კი წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში იცხოვ­რა, სა­დაც თით­ქოს მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებ­და.

Ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, სად ცხოვ­რო­ბენ ამ­ჟა­მად ექ­სპრე­მი­ე­რის სამი შვი­ლი, უტა, გვან­ცა და ცოტ­ნე...

წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ წლე­ბის წინ, რაც გვან­ცამ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და შტა­ტებ­ში გა­და­ვი­და, მას შემ­დეგ აღარ ჩა­მო­სუ­ლა. გო­გო­ნას ახა­ლი ფოტო, თუნ­დაც ბოლო წლებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღარ იძებ­ნე­ბა. რო­გორც ჩანს, გვან­ცა თავს არი­დებს სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბას.

უტა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ლი­არ­დე­რის უფ­რო­სი ვა­ჟია. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უტა ცოტა ხანს ჩი­ნეთ­ში, კერ­ძოდ კი ჰონგ-კონ­გში ცხოვ­რობ­და, სა­დაც სწავ­ლობ­და. უტა სწავ­ლობ­და ასე­ვე ლი­ო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ის ძი­რი­თა­დად საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რომ ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს. (გააგრძელეთ კითხვა)