"მორიგი სასტიკი თავდასხმა ახლახან გათავისუფლებულ ხერსონზე - მართლაც საშინელებაა, განსაკუთრებით შობის წინა ღამეს"
ახლახან გათავისუფლებულ ხერსონზე რუსეთის მორიგი სასტიკი თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ბევრია დაღუპული და დაშავებული.
„მორიგი სასტიკი თავდასხმა ახლახან გათავისუფლებულ ხერსონზე. წინასწარი ინფორმაციით, ბევრია დაღუპული და დაშავებული იყო. ეს მართლაც საშინელებაა, განსაკუთრებით შობის წინა ღამეს“, - წერს ელჩი.
შეგახსენებთ, დღეს რუსულმა ძალებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს. დაიღუპა მინიმუმ 8 და დაშავდა 35 ადამიანი.