თათია შარანგია შეყვარებულია - ვინ არის ტელეწამყვანის რჩეული ბიზნესმენთან დაშორების შემდეგ? (ფოტოები) - კვირის პალიტრა

თათია შარანგია შეყვარებულია - ვინ არის ტელეწამყვანის რჩეული ბიზნესმენთან დაშორების შემდეგ? (ფოტოები)

თა­თია შა­რან­გია შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ახალ რჩე­ულ­თან ფოტო, პი­ა­ნის­ტმა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახ­ლა­ხან გა­მო­აქ­ვეყ­ნა. თუმ­ცა ფო­ტო­ზე არ ჩანს მა­მა­კა­ცის სახე...

ambebi.ge-მ გა­არ­კვია, რომ თა­თი­ას ახა­ლი რჩე­უ­ლი ჯარ­ჯი თო­რა­ძეა. კაც­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­თი­ას გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. წყვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ერ­თნა­ი­რად არის და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი, უსას­რუ­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი...

ჯარ­ჯი თო­რა­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი ჰყავს. რო­გორც წყა­რომ დაგ­ვი­დას­ტუ­რა ის ძმე­ბი თო­რა­ძე­ე­ბი­დან ერთ-ერ­თის, ზაზა თო­რა­ძის შვი­ლია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 30 წლის წინ, თბი­ლის­ში მომ­ხდარ­მა სა­ზა­რელ­მა მკვლე­ლო­ბამ ქვე­ყა­ნა შეძ­რა.

თო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის 5 წევ­რი – ზაურ თო­რა­ძე, იზოლ­და ქურ­ხუ­ლი-თო­რა­ძე და სამი შვი­ლი – კახა, ლაშა და იმე­დო თო­რა­ძე­ე­ბი 30 წლის წინ, 1992 წლის 3 მარტს მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბი­დან ცოტა ხან­ში და­ი­კარ­გა კი­დევ ერთი ძმა – ზაზა თო­რა­ძე, 2 წლის შემ­დეგ კი უმ­ცრო­სი ვაჟი – პა­ა­ტა თო­რა­ძე. თო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის 5 წევ­რის მკვლე­ლო­ბა და 2-ის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია. (გააგრძელეთ კითხვა)