"მოხევე პატრიარქი" - ambebi.ge-ის მიერ ილია მეორის საიუბილეოდ მომზადებული დოკუმენტური ფილმი
"ჩემი ბავშვობა დაემთხვა საქართველოს ეკლესიისათვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა, ეკლესიები იხურებოდა, ხალხს წირვა-ლოცვაზე დასწრებისა ეშინოდა. ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე", - ეს არის ამონარიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჩანაწერებიდან.
მისი უწმინდესობის აღსაყდრებიდან დღეს 45 წელიწადი შესრულდა, 4 იანვარს კი პატრიარქს დაბადებიდან 90 წელი უსრულდება.
"კვირის პალიტრა" ულოცავს მის უწმინდესობას საიუბილეო თარიღებს.
.ambebi.ge-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი "მოხევე პატრიარქი" იხილეთ ლინკზე