"რომ შე­ი­წყა­ლონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მმარ­თველ გუნდს ამო­ცა­ნას გა­ვუ­ად­ვი­ლებთ" - კვირის პალიტრა

"რომ შე­ი­წყა­ლონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მმარ­თველ გუნდს ამო­ცა­ნას გა­ვუ­ად­ვი­ლებთ"

"თუ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­თი­თა­ოდ მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ შე­ი­წყა­ლონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მმარ­თველ გუნდს ამო­ცა­ნას გა­ვუ­ად­ვი­ლებთ", - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად რე­ა­ლუ­რია ეს მოხ­დეს, რად­გან, რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, „მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჩვე­ნი მხრი­დან შე­წყა­ლე­ბა სჭირ­დე­ბა“.

მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი ნი­კო­ლო­ზი ამ­ბობს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა მი­ი­ღოს და თუ ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ხერ­ხდე­ბა, მა­შინ ის სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ.

"ის არ არის სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი და მას აქვს უფ­ლე­ბა იმ­კურ­ნა­ლოს, თუ ეს აქ ამ ქვე­ყა­ნა­ში არ ხერ­ხდე­ბა, ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს უცხო­ეთ­ში. ერ­თია ცი­ხე­ში ჯდო­მა და მე­ო­რეა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში არ უნდა მოკ­ვდეს, ამი­ტომ ყვე­ლას, ყვე­ლა ადა­მი­ანს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას მო­წყა­ლე­ბის­კენ მო­ვუ­წო­დებ.

თუ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­თი­თა­ოდ მი­ი­ღე­ბენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ შე­ი­წყა­ლონ ადა­მი­ა­ნი, რაც დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად რე­ა­ლუ­რია, რად­გან მას ჩვე­ნი მხრი­დან შე­წყა­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, მმარ­თველ გუნდს ამო­ცა­ნას გა­ვუ­ად­ვი­ლებთ ", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

"ინტერპრესნიუსი"