წლის ყველაზე რეიტინგული ფოტოები
ტრადიციულად გთავაზობთ როიტერისა და სხვა ფოტოსააგენტოების, წამყვანი მედიაგამოცემების ფოტოკონკურსების წლის საუკეთესო ფოტოებს
რუსული სიმხეცის კვალი
კიევის ოლქი, პატარა ქალაქი ბოროდიანკა, 2022 წლის 5 აპრილს რუსული დაბომბვის შედეგად დანგრეული შენობები (როიტერი)
უკრაინის ომის მსხვერპლი ქართველები
გიორგი ქებურია ემშვიდობება თავის მეუღლეს, მაიასა და შვილებს, როდესაც ისინი 5 მარტს ოდესის სადგურზე ლვოვისკენ მიმავალ მატარებელში ჩასხდნენ (ვაშინგტონ პოსტი)
ჟირაფის გადასარჩენად
კენიის ველური ბუნების სამსახურის რეინჯერები წყალს ასხამენ გადარჩენილ ჟირაფს, რომელიც მათ ბრაკონიერთა მახეებიდან გამოიხსნეს (ტაიმი)
"მე ვარ და ჩემი თმის ნაბადი"
არც სკოლა, არც თმის შეჭრა - 12 წლის არგენტინელი გოგონას ყოფა 18-თვიანი კოვიდკარანტინის განმავლობაში (გარდიანი)
ჯოჯოხეთის გზა მექსკის გავლით
სასაზღვრო პატრულისა და ტეხასის არმიის ეროვნული გვარდიის წევრები გზას უნათებენ რიო-გრანდეს დაბლობის გავლით მექსიკიდან ტეხასში შემავალ თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტებს (როიტერსი)
თავდასხმა იაპონიის პრემიერზე
იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე დასავლეთ იაპონიის ქალაქ ნარაში 8 ივლისს, ორმაგი გასროლის მერე (ასოშიეიტედ პრესი)
რამაზ გურგენიძე