"შეუჩერებელი ქართველი ჯადოქარი" - ეს წარმოუდგენელი აღიარებაა - რას წერს ცნობილი სპორტული გამოცემა - კვირის პალიტრა

"შეუჩერებელი ქართველი ჯადოქარი" - ეს წარმოუდგენელი აღიარებაა - რას წერს ცნობილი სპორტული გამოცემა

Goal-მა ევროპის სეზონის პირველი ნაწილის სიმბოლურ ნაკრებში "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელ კიმ მინ ჟესთან, თვით ლეო მესისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად შეიყვანა, რაც, ალბათ, დაგვეთანხმებით, უდიდესი აღიარებაა.

გამოცემამ სიმბოლური გუნდის ყველა მოთამაშე დაახასიათა და კვარაცხელიას შესახებ წერს:

ახლა მივადექით ფეხბურთელს, რომელიც უკვე იყო "სეზონის ტრანსფერის" პრედენდენტი: "ნაპოლის" ქართველი ჯადოქარი კვარაცხელია.

21 წლის მოთამაშემ, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "ნაპოლიმ" ბათუმის "დინამოდან" სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ შეიძინა, თავის პირველ 17 მატჩში ფენომენალური თამაშის აჩვენა და ნეაპოლელთა ხატის, დიეგო მარადონას პერეფრაზირებული მეტსახელი "კვარადონა" დაიმსახურა.

ის ახალი თაობის არაორდინალური და არაპროგნოზირებადი გარემარბია და მთელი კონტინენტის მცველებს. გააგრძელეთ კითხვა