მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - ინდოეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი დეპუტატი - კვირის პალიტრა

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - ინდოეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი დეპუტატი

65 წლის რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი და პო­ლი­ტი­კო­სი პა­ველ ან­ტო­ნო­ვი გარ­და­იც­ვა­ლა. ან­ტო­ნო­ვი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ხორ­ცის კომ­პა­ნია "ვლა­დი­მერ სტან­დარ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, "ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თის" ფრაქ­ცი­ის წევ­რი, ვლა­დი­მი­რის რე­გი­ო­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ასამ­ბლე­ის აგ­რა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის, ბუ­ნე­ბის მარ­თვი­სა და ეკო­ლო­გი­ის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი. 2018 წელს ან­ტო­ნო­ვი Forbes-ის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის უმ­დიდ­რე­სი დე­პუ­ტა­ტე­ბის სიის სა­თა­ვე­ში იყო (მისი ქო­ნე­ბა 9,9 მი­ლი­არდ რუბ­ლად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი).

ან­ტო­ნო­ვი გარ­და­იც­ვა­ლა ინ­დო­ეთ­ში, ოდი­შის შტატ­ში, სა­დაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და და იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავ­და: 22 დე­კემ­ბერს მას 65 წელი შე­უს­რულ­და. მე­წარ­მის ცხე­და­რი სას­ტუმ­როს ფან­ჯრებ­თან იპო­ვეს, ის მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

ორი დღით ადრე იმა­ვე სას­ტუმ­რო­ში გარ­და­იც­ვა­ლა ან­ტო­ნო­ვის 61 წლის მე­გო­ბა­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი ვლა­დი­მირ ბი­და­ნო­ვი, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მა­მა­კა­ცი ნო­მერ­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს, იქვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს რამ­დე­ნი­მე ცა­რი­ე­ლი ღვი­ნის ბოთ­ლი. რო­დე­საც ბი­და­ნო­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს, ექი­მე­ბის თქმით, ის უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. მე­დი­ა­ში გა­მოთ­ქმუ­ლი ვა­რა­უ­დე­ბით, შე­საძ­ლოა, პა­ველ ან­ტო­ნო­ვი დეპ­რე­სი­ა­ში იყოს მე­გობ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და თავი მო­იკ­ლა. ასე­ვე არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი სი­მაღ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. გააგრძელეთ კითხვა