ვინ არის პოლიციელი, რომელიც ჩაკეტილ სახლში მარტოდ დარჩენილი 8 თვის ბავშვის გამოსაყვანად ბინაში მეზობლის აივნიდან გადაძვრა - კვირის პალიტრა

ვინ არის პოლიციელი, რომელიც ჩაკეტილ სახლში მარტოდ დარჩენილი 8 თვის ბავშვის გამოსაყვანად ბინაში მეზობლის აივნიდან გადაძვრა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე პოლიციის თანამშრომელი მეზობლის აივნიდან გადაძვრა, რომ ჩაკეტილ ბინაში მარტო დარჩენილი 8 თვის ბავშვი გადაერჩინა - ინფორმაციას და ვიდეომასალას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში მე-5 სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალი რამდენი წუთით მეზობელთან გავიდა, რა დროსაც სახლის კარი ჩაეკეტა, სადაც 8 თვის ბავშვი მარტო იმყოფებოდა.

ქალმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ სახლში გაზქურა იყო ჩართული, რაც ბავშვისთვის საფრთხის შემცველი იყო.

ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორი ხვიჩა კრაველიძე მეზობლის აივნიდან გადაძვრა, ხის ფანჯარა შეხსნა, სახლში შეაღწია, კარი შიგნიდან გახსნა და ბავშვი გამოიყვანა.