"მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი..." - კვირის პალიტრა

"მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი..."

პო­ლი­ტი­კოს­მა მურ­მან დუმ­ბა­ძემ, "ვახო ხუზ­მი­აშ­ვი­ლის თა­ვი­სუ­ფალ სივ­რცე­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი არ მო­უკ­ლავთ და ის უბ­რა­ლოდ, ჯა­ლათს გა­ექ­ცა და გა­ი­ყი­ნა. დუმ­ბა­ძის თქმით, ის გულ­შე­მატ­კივ­რობ­და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის დე­დას, ირი­ნა ენუ­ქი­ძეს, მაგ­რამ მისი აზ­რით, სუფ­რა­ზე, რო­მელ­ზეც კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, გარ­დაც­ვლი­ლი მო­რა­ლუ­რად მარ­თა­ლი არ იყო...

მურ­მან დუმ­ბა­ძე:

- ირი­ნა ენუ­ქი­ძეს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი, მაგ­რამ მო­რა­ლუ­რად გირ­გვლი­ა­ნი არ იყო იმ სუფ­რას­თან მარ­თა­ლი, სა­დაც ეს და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. ჩემ­თან ზის ადა­მი­ა­ნი, მე და თქვენ ვსხედ­ვართ, მე­სა­მე პი­როვ­ნე­ბა მო­დის და გვე­რე­ვა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რა წე­სია, მო­რა­ლუ­რად ვი­ლა­პა­რა­კოთ.

- უნდა მოკ­ლან ამის გამო?

- გირ­გვლი­ა­ნი არ არის მოკ­ლუ­ლი, ჩვენ ვერ მო­ვი­ტანთ რა­ი­მე დო­კუ­მენტს. მო­რა­ლუ­რად გირ­გვლი­ა­ნი იმ ბი­ჭებ­თან მარ­თა­ლი არ იყო, ისი­ნი მო­რა­ლუ­რად მარ­თლე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან, უნდა და­ი­ჭი­რო, მაგ­რამ ამ და­ჭე­რამ­დე საქ­მის წა­მო­წყე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი გირ­გვლი­ა­ნია, ამას ამ­ბობს მე­ო­რე მხა­რე. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი გირ­გვლი­ან­ზე ამ­ბობს, რომ და­უსხლტა გირ­გვლი­ა­ნი, გა­იქ­ცა, გა­და­ვარ­და, გა­და­ი­ჩე­ხა, გა­ი­ყი­ნა სუს­ხი­ან ტყე­ში და გარ­და­იც­ვა­ლა. ის არ მო­უკ­ლავთ, მკვლე­ლო­ბა არ არის არც და­ნით, არც ია­რა­ღით, მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი არ არის ჩა­დე­ნი­ლი. ასე თქვა მო­სა­მარ­თლე მუ­რუ­სი­ძემ, 2006-ში ის იყო ამ საქ­მის გამ­რჩე­ვი...

შე­გახ­სე­ნებთ, 2006 წლის 28 იან­ვარს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე მოკ­ლეს. ყვე­ლა­ფე­რი კი "შარ­დენ­ბარ­ში" და­ი­წყო, ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შსს-ს იმ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თაკო სა­ლა­ყა­ია და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი გახ­დნენ. მომ­ხდა­რის შემ­დეგ, ნა­წა­მე­ბი და გარ­დაც­ვლი­ლი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი მის­მა მე­გობ­რებ­მა 28 იან­ვარს იპო­ვეს. შსს-მ თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლო­ბა ე.წ. სვა­ნურ გარ­ჩე­ვებს უკავ­შირ­დე­ბო­და."გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს“ მოჰ­ყვა უამ­რა­ვი აქ­ცია და პრო­ტეს­ტი. ეს იყო პირ­ვე­ლი საქ­მე, რო­მელ­მაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­არ­ყია...

იხილეთ ვიდეო ლინკზე