"და­მი­ჯე­რეთ, ჩვენ არ გვინ­დო­და და არ გვინ­და, არ მოგ­ვწონს ეს ყვე­ლა­ფე­რი" - კვირის პალიტრა

"და­მი­ჯე­რეთ, ჩვენ არ გვინ­დო­და და არ გვინ­და, არ მოგ­ვწონს ეს ყვე­ლა­ფე­რი"

ცნო­ბი­ლი რუსი პრო­პა­გან­დის­ტი მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი ამ­ბობს, რომ რუ­სებს არ სი­ა­მოვ­ნებთ უკ­რა­ი­ნის და­ბომბვა, მაგ­რამ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ აქვს. სი­მო­ნი­ა­ნი კი­დევ ერთხელ და­ე­მუქ­რა უკ­რა­ი­ნას ბირ­თვუ­ლი ომით. ამის შე­სა­ხებ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის თა­ნამ­ზრახ­ველ­მა RosTV-ის ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"მინ­და უკ­რა­ი­ნა­ში ხალ­ხმა იცო­დეს, რომ მე არ ვიც­ნობ რუ­სეთ­ში არ­ცერთ ადა­მი­ანს, მათ შო­რის ვლა­დი­მერ პუ­ტინს, ვი­საც სი­ა­მოვ­ნებს ის, რაც ახლა ხდე­ბა“, - თქვა სი­მო­ნი­ან­მა.

მან უკ­რა­ი­ნის და­ბომბვა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და პრე­ზი­დენტს და­ა­კის­რა და მათ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა.

”ეს არ­სე­ბე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, ზე­ლენ­სკი, თქვე­ნი ფსევ­დო პრე­ზი­დენ­ტი, გვა­ი­ძუ­ლებ­დნენ ამის გა­კე­თე­ბას. და­მი­ჯე­რეთ, ჩვენ არ გვინ­დო­და და არ გვინ­და, არ მოგ­ვწონს ეს ყვე­ლა­ფე­რი...“ - ამ­ბობს მარ­გა­რი­ტა.

მან მო­უ­წო­და უკ­რა­ი­ნე­ლებს, შე­წყვი­ტონ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ომი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით და­ე­მუქ­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, ადრე სი­მო­ნი­ან­მა ღიად გა­ნა­ცხა­და, რომ მის­მა ქვე­ყა­ნამ ომი გა­ა­ჩა­ღა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით. სი­მო­ნი­ა­ნის თქმით, უკ­რა­ი­ნას "უხამ­სად ფარ­თო ტე­რი­ტო­რია“ აქვს.

Ambebi.ge