"მიხეილი გამოიყენება, როგორ სათამაშო, მარიონეტი რაღაც შოუსთვის, ეს უნდა შეწყდეს... რას ველოდებით, ახალ წელს?" - კვირის პალიტრა

"მიხეილი გამოიყენება, როგორ სათამაშო, მარიონეტი რაღაც შოუსთვის, ეს უნდა შეწყდეს... რას ველოდებით, ახალ წელს?"

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მე­გო­ბა­რი ქალი, ლიზა იას­კო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის დამ­ცი­რე­ბა უნდა დას­რულ­დეს.

მისი თქმით, ექ­სპრე­ზი­დენტს და მის მდგო­მა­რე­ო­ბას კონ­კრე­ტუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ნი­ჭე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ.

რო­გორც იას­კო ამ­ბობს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა და ეს არა მხო­ლოდ მთავ­რო­ბის, არა­მედ პრე­ზი­დენ­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ცაა.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა პო­ზი­ცი­ას, რო­მელ­საც ვის­მენთ არეს­ტო­ვი­ჩის­გან და ფე­ი­გი­ნის­გან. ეს არის მათი სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­აა, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე სა­ა­კაშ­ვი­ლი საფრ­თხის ქვე­შაა და ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია ის, რა მოვ­ლე­ნე­ბიც ვი­თარ­დე­ბა მის ირ­გვლივ - დამ­ცი­რე­ბა, შე­უ­სა­ბა­მო მოქ­ცე­ვა. მარკ ფე­ი­გე­ნი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ. მისი წონა დი­დია და­სავ­ლეთ­ში და მსოფ­ლი­ო­ში. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მას მი­ხე­ილ­მა გა­უგ­ზავ­ნა თუ არა წე­რი­ლი, რა­საც ახლა ვაკ­ვირ­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უგ­ზავ­ნის წე­რი­ლებს სხვა­დას­ხვა უწყე­ბებს და ეს აღ­ქმუ­ლია ისე, თით­ქოს მის მიერ არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი. ეს არ არის სი­მარ­თლე. მას არაფ­რის კო­ორ­დი­ნი­რე­ბა არ შე­უძ­ლია, მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო. მო­ხა­რუ­ლი ვარ რო­დე­საც ის ახერ­ხებს წე­რი­ლის მო­წე­რას, მაგ­რამ ეს ყო­ველ­დღე არ ხდე­ბა. ვიცი, რომ დიდი შოუ არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი ბა­ტო­ნი მი­შას ირ­გვლივ და რე­ა­ლო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა.

ვხე­დავთ ადა­მი­ანს, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც ძა­ლი­ან მძი­მეა. მას სჭირ­დე­ბა, რომ მისი ხმა გაჟ­ღერ­დეს. მტკივ­ნე­უ­ლია იმის მოს­მე­ნა, რომ ვხე­დავთ სა­ა­კაშ­ვილს არ აქვს უფ­ლე­ბა და­წე­როს წე­რი­ლე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დეს თა­ვის ად­ვო­კა­ტებ­თან. უკ­რა­ი­ნე­ლებს არ გვიკ­ვირს ასე­თი პო­ზი­ცია ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან. ქარ­თვე­ლე­ბის­გან უფრო მე­ტის მო­ლო­დი­ნი გვაქვს. ბევ­რი ქარ­თვე­ლი ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლებს ბრძო­ლა­ში, ვხე­დავთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლე­ბის­გან სო­ლი­და­რო­ბას. ვიცი, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი პო­ზი­ცია აქვს, მაგ­რამ ეს არ უნდა და­უ­პი­რის­პირ­დეს ჰუ­მა­ნუ­რო­ბას. მთე­ლი მსოფ­ლიო მხარ­ში უდ­გას უკ­რა­ი­ნას, იმი­ტომ რომ ჩვენ ვართ სი­მარ­თლის მხა­რეს, სიბ­ნე­ლე ვე­რა­სო­დეს გა­ი­მარ­ჯვებს. ექი­მე­ბი, ხე­ლო­ვა­ნე­ბი, ყვე­ლა ამ­ბობს, რომ მისი გა­დაყ­ვა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ. ეს არის არა მხო­ლოდ მთავ­რო­ბის, არა­მედ პრე­ზი­დენ­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ფე­ი­გერ­მა ბრძა­ნა, რომ პრე­ზი­დენტს ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი აქვს შე­წყა­ლე­ბის­თვის.

მისი ბრა­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვად­დეს, სხვა­დას­ხვა ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, ვა­რი­ან­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. რას ვე­ლო­დე­ბით, ახალ წელს? - ყვე­ლას რომ ჩა­ე­ძი­ნე­ბა. ყვე­ლა ამ­ბობს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა უნდა გა­ი­ა­როს მკურ­ნა­ლო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ. ახლა რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბით, ეს არის თა­მა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­რა­ტი­ვის­თვის, რომ ვინ­მეს სი­ა­მოვ­ნე­ბა მოგ­ვა­რონ. ვინ არის ამ ყვე­ლაფ­რის მთა­ვა­რი აუ­დი­ტო­რია. თით­ქოს ეს არის სი­ყალ­ბე და მას და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ აქვს, არ მგო­ნია ხალ­ხს ეს სჯე­რო­დეს. უმ­რავ­ლე­სო­ბამ ნახა რომ ის არის ავად. საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­კეთ­და ამ ადა­მი­ა­ნის დამ­ცი­რე­ბის­თვის... რისი მიღ­წე­ვაც უნ­დო­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", მიღ­წე­უ­ლია.

ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში უნდა დარ­ჩეს, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა. შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­აქ­ვეყ­ნოთ ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი თუ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, ყვე­ლა ამა­ზე და­ი­წყებს სა­უ­ბარს. ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორ სა­თა­მა­შო, მა­რი­ო­ნე­ტი რა­ღაც შო­უს­თვის, ეს უნდა შე­წყდეს, არ უნდა ხდე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა ხალ­ხის თვალ­წინ" - ამ­ბობს იას­კო "ფორ­მუ­ლას­თან" სა­უ­ბარ­ში.

"ინტერპრესნიუსი"