მარნეულში მამისა და ბაბუის დაჭრის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
პირი, რომელმაც მარნეულში, მამა და ბაბუა დაჭრა, დაკავებულია. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა დაჭრა. მამას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, ბაბუა კი ფილტვშია დაჭრილი.
როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.