ჯოკოვიჩის სამშობლოში წლის საუკეთესო სპორტსმენი ქართველი გახდა - საქართველოდან სკანდალურად წასული ზურაბ დათუნაშვილის ტრიუმფი სერბეთში - კვირის პალიტრა

ჯოკოვიჩის სამშობლოში წლის საუკეთესო სპორტსმენი ქართველი გახდა - საქართველოდან სკანდალურად წასული ზურაბ დათუნაშვილის ტრიუმფი სერბეთში

სერ­ბე­თის ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლი (87 კგ) 2022 წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად და­ა­სა­ხე­ლა. ჯილ­დო და­თუ­ნაშ­ვილს სერ­ბე­თის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმა ბო­ჟი­დარ მალ­კო­ვიჩ­მა გა­დას­ცა.

"ეს ჩემ­თვის დიდი დღეა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. მხარ­და­ჭე­რის­თვის მინ­და ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. გახ­დე სა­უ­კე­თე­სო ჩემ­პი­ონ­თა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი, წყალ­ბურ­თელ­თა და კა­ლათ­ბურ­თელ­თა ასე­თი ნაკ­რე­ბე­ბი ჰყავს, ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია. მიყ­ვარს სერ­ბე­თი და ბელგრა­დი, ეს ჩემი მე­ო­რე სახ­ლია. მო­მა­ვალ­ში სერ­ბე­თის­თვის კი­დევ უფრო ძლი­ე­რად ვიბ­რძო­ლებ", - გა­ნა­ცხა­და და­თუ­ნაშ­ვილ­მა.

და­თუ­ნაშ­ვი­ლი სერ­ბე­თის სა­ხე­ლით 2020 წლი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტთან კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ გა­მო­დის. ის სერ­ბე­თის სა­ხე­ლით ზე­დი­ზედ ორ­ჯერ გახ­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი (2021 და 2022 წლებ­ში), ხოლო ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

ცნო­ბის­თვის, 2019 წლის 11 იან­ვარს ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლის დღეს, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, და­თუ­ნაშ­ვილს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გეგა გე­გე­ში­ძე ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და გე­გე­ში­ძე და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით 5000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტიც შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს. (წყარო)