"ჩვენ შორის ღმერთია" - რა უთხრა მეგი გოგიტიძემ რუს მაყურებელს 23 დეკემბერს მოსკოვში გამართულ კონცერტზე - კვირის პალიტრა

"ჩვენ შორის ღმერთია" - რა უთხრა მეგი გოგიტიძემ რუს მაყურებელს 23 დეკემბერს მოსკოვში გამართულ კონცერტზე

ბა­თუ­მე­ლი მომ­ღე­რა­ლი მეგი გო­გი­ტი­ძე რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბულ ტურ­ნეს აგ­რძე­ლებს და ამ­ჯე­რად კონ­ცერ­ტე­ბის სე­რია მოს­კოვ­სა და სოჭ­ში გა­მარ­თა. ერთ-ერთ კონ­ცერ­ტზე, რო­მე­ლიც 23 დე­კემ­ბერს მოს­კოვ­ში შედ­გა, გო­გი­ტი­ძე ტრა­დი­ცი­უ­ლი ემო­ცი­უ­რო­ბით რუსი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე გა­მო­დის და ამ­ბობს:

„ჩვენს შო­რის ბევ­რი ტკი­ვი­ლია, ჩვენს შო­რის ბევ­რი ცრემ­ლია, ჩვენს შო­რის ქა­რიშ­ხლე­ბია, უძი­ლო ღა­მე­ე­ბი, სი­ძულ­ვი­ლი, ში­შია ჩვენს შო­რის, მაგ­რამ ჩვენს შო­რის ღმერ­თია. და ეს სიკ­ვდილ­ზე დი­დია. ჩვენს შო­რის ღმერ­თია და ეს ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტია...“

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე გო­გი­ტი­ძემ ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თი კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. ამის გამო, ბა­თუმ­ში ერთ-ერთ კლუბ­ში გო­გი­ტი­ძის კონ­ცერ­ტი გა­უ­უქ­მეს. კი­დევ ერთი კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა სოჭ­ში, რო­მე­ლიც 29 ივ­ლის უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა მხო­ლოდ გა­და­ი­დო და 25 დე­კემ­ბერს გო­გი­ტი­ძემ სოჭ­ში იმ­ღე­რა...

კონ­ცერ­ტებ­ზე და­სას­წრე­ბის ბი­ლე­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 60-565 ლა­რამ­დეა... (გააგრძელეთ კითხვა)