"საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს ხურავს - რა გახდა ამის მიზეზი? - კვირის პალიტრა

"საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს ხურავს - რა გახდა ამის მიზეზი?

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა“ რუ­სე­თის 200-მდე მო­ქა­ლა­ქის სა­ბან­კო ან­გა­რი­ში და­ხუ­რა. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ რუ­სულ "ფორბსში“ გა­მოქ­ვეყ­ნდა.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ 23 დე­კემ­ბერს, "ტე­ლეგ­რა­მის" ჩა­ტით "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის“ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გავ­რცელ­და. მომ­ხმა­რებ­ლებ­მა და­წე­რეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უმ­სხვი­ლეს­მა ბან­კმა, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა“ და­ი­წყო SMS და ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა. მათი ან­გა­რი­შე­ბის გარ­და­უ­ვა­ლი და­ხურ­ვის შე­სა­ხებ. ბან­კი მომ­ხმა­რე­ბელს სა­მი­დან ხუთ დღეს აძ­ლევ­და თან­ხის გა­სა­ტა­ნად. ან­გა­რი­შის და­ხურ­ვის მი­ზე­ზებ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში არა­ფერს ამ­ბობ­დნენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რუ­სულ გა­მო­ცე­მა "კო­მერ­სანტს“ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ბან­კი ნამ­დვი­ლად ხუ­რავს ან­გა­რი­შე­ბის ნა­წილს. ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ან­გა­რი­შე­ბის და­ხურ­ვის ზუს­ტი მი­ზე­ზის და­სა­ხე­ლე­ბა­ზე უარი თქვა. ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარ­ში ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხაზს უს­ვამს, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­ე­ხო არა მხო­ლოდ რუ­სებს. ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის ზო­გი­ერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი კი რუს კლი­ენ­ტებს პა­სუ­ხობს, რომ მათი ან­გა­რი­შე­ბის და­ხურ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი სწო­რედ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა გახ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ "ტე­ლეგ­რა­მის" ერთ-ერთი არ­ხის შემ­ქმნე­ლი ნი­კო­ლაი ლევ­ში­ცი, ბან­კის და­ზა­რა­ლე­ბულ კლი­ენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ BOG-ის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­საძ­ლოა, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის სატ­რან­ზი­ტო ოპე­რა­ცი­ებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი."

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს “და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გან­მარ­ტა­ვენ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უჩ­ვე­უ­ლო და რის­კის შემ­ცველ ქცე­ვას უკავ­შირ­დე­ბა და არა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას. ბან­კში ასე­ვე გან­მარ­ტა­ვენ, რომ კა­ნო­ნი აძ­ლევთ უფ­ლე­ბას, კლი­ენ­ტებს და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე უარი უთხრან მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ან და­უ­ხუ­რონ ან­გა­რი­შე­ბი. გააგრძელეთ კითხვა